წყალტუბოს ,,სამგურალმა" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩში თბილისის ,,ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე დაწინაურდა.
წყალტუბოს ,,სამგურალი" ახალ საფეხბურთო სეზონს დღეს ,,საბურთალოსთან" გასვლითი მატჩით გახსნის. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის I ტურის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.
თურქულ შეკრებაზე ,,სამგურალმა" მეოთხე ამხანაგური შეხვედრა უკრაინული პრემიერლიგის ბინადარ ხარკოვის ,,მეტალისტი 1925"- თან გამართა. შეხვედრა უკრაინელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.