მარგვეთის გავლით ლიგა 3–ში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მარგვეთის გავლით ლიგა 3–ში
  • ლიგა 3–ში მარგვეთის გავლით

    მატჩის წინაც ვწერდით, რომ ,,სამგურალი 2“–ს თავისი წილი ფინალი ჰქონდა გასამართი. ლიგა 3–ში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი და წყალტუბოელებს კარგად ჩატარებული სეზონი შესაბამისად უნდა დაეგვირგვინებინათ. ასეც მოხდა, ზვიად ქუთათელაძის გუნდმა თამამად გადალახა ბოლო ბასტიონიც, ბრძოლისა და დიდი ენთუზიაზმის ხარჯზე მოახერხა სანუკვარი გამარჯვების მოპოვება და მომავალ წელს რანგით მაღალ ლიგაში ითამაშებს. ,,სამგურალი 2“ ნაბიჯ–ნაბიჯ მიდიოდა ამ პატარა, თუმცა წყალტუბოელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ. რამდენიმე წლის წინ ამ გუნდის დაკომპლექტება ბესიკ ხაჭიპერაძემ დაიწყო, მისი წამოწყებული საქმე ზვიად ქუთათელაძემ წარმატებით გააგრძელა და რეგიონული ლიგიდან გუნდი ლიგა 3–ში გადაიყვანა.
    პლეი ოფში ,,სამგურალი“ –ს ლიგა სამის ქვედა ჯგუფის მე–5 ადგილოსანი ზესტაფონის ,,მარგვეთი“ შეხვდა. ზესტაფონური გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და წყვილის ფავორიტად ის ითვლებოდა, მაგრამ წყალტუბოელები ფავორიტებს, რომ არ ცნობენ, ეს ჩემპიონატსა და თასზე წლეულს არაერთხელ დაამტკიცეს.
    შეხვედრა ძალიან საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. თავიდან უპირატესობას ზესტაფონელები ფლობდნენ, მაგრამ წყალტუბოელებმა თამაში მალე დაალაგეს, მოედნის ცენტრში გოგი გოგიჩაიშვლის შესანიშნავი თამაშის შედეგად ,,სამგურალი 2“ ცენტრის ,,მფლობელი“ გახდა, ზვიად ქუთათელაძის შეგირდები უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს და ზესტაფონელთა კართან უფრო და უფრო იძაბებოდა ვითარება. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ 22–ე წუთზე წყალტუბოელები ლაშა ჩიხლაძემ დააწინაურა. ჩიხლაძე მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს სამუშაოს ასრულებდა, ლომივით იბრძოდა და გოლთან ერთად შედეგიანი გადაცემაც მიითვალა, 34–ე წუთზე ზურაბ ფანცხავამ მეორე გოლი სწორედ ჩიხლაძის პასით გაიტანა. წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ფანცხავამ ვერ გამოიყენა საგოლე ეპიზოდი.
    მატჩის მეორე ნახევარში მეტოქე გააქტიურდა, ზესტაფონელებმა შეტევები გააძლიერეს და ჯემალ კილაძემ ანგარიში შეამცირა. ,,მარგვეთი“ გათანაბრებას ცდილობდა, ორჯერ ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ ზესტაფონელთა დარტყმები ნუცუბიძის კარს მცირე მანძილით ასცდა. ,,სამგურალი 2“ კოტრშეტევებზე გადაერთო და მეტოქის დასჯაც შეეძლო, მაგრამ ლიპარტელიანის, ჩიხლაძისა და ნუგზარ კოპალიანის დარტყმებს სიზუსტე დააკლდა.
    საბოლოოდ წყალტუბოელებმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს და ლიგა 3–ში დაწინაურება ემოციურად აღნიშნეს.

    ,,მარგვეთი 2006“ ზესტაფონი – ,,სამგურალი 2“ წყალტუბო
    28.11. სამტრედია. ,,ეროსი მანჯგალაძე“

    გოლები: 0:1 ლ.ჩიხლაძე (22), 0:2 ზ.ფანცხავა (34), 1:2 კილაძე (65)

    ,,მარგვეთი 2006“: მემარნიშვილი, ჭურაძე, თალაკვაძე, კაკულია, ხვადაგიანი (84.ჰენრი იბეჰი), ტვილდიანი (46.ცქიფურიშვილი), ზარნაძე (46.დარსაველიძე), გაჩეჩილაძე, ბერაძე, კილაძე, შილაკაძე
    სათადარიგოები: ბ.ფანცხავა, ჩხიკვაძე, კუხალაშვილი, ფოცხვერაშვილი
    მთ.მწვრთნელი: გია გურული

    სამგურალი 2: ნუცუბიძე, ნ.ხვადაგიანი (66.ლეშკაშელი), ბიბილაშვილი, ლუკა ჩავჩიძე, ნაცვლიშვილი, გოგიჩაიშვილი, კოპალიანი (88.ხვიჩია), ლაშა ჩავჩიძე, ზ.ფანცხავა, ლიპარტელიანი, ლ.ჩიხლაძე (90+5.მუკბანიანი)
    სათადარიგიები: სვანიძე, ცერცვაძე, ქუთათელაძე, პატარიძე
    მწვრთნელი: ზვიად ქუთათელაძე

    გაფრთხიელბა: ხვადაგიანი (25), ბერაძე (69)
    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილიскачать dle 11.3