სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 11 50
2. რუსთავი რუსთავი 28 11 49
3. იბერია 1999 იბერია 1999 28 9 49
4. დინამო თბ დინამო თბ 28 14 48
5. დილა დილა 28 6 40
6. ტორპედო ტორპედო 28 9 37
7. სამგურალი სამგურალი 28 -11 35
8. გაგრა გაგრა 28 -15 29
9. სპაერი სპაერი 28 -9 26
10. მეშახტე მეშახტე 28 -25 17
კლუბის ისტორია
ისტორიული აღმოჩენა

ოფიციალური ვერსიით საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს „სამგურალი“ დაარსდა 1945 წელს (ეს თარიღი გამოსახულია კლუბის ლოგოზეც). თუმცა, ახლახანს გაირკვა, რომ გუნდი „მედიკის“ სახელწოდებით წყალტუბოში გაცილებით ადრე არსებობდა.

ამას მოწმობს გაზეთ „ინდუსტრიული ქუთაისის“ 1939 წლის 27 მაისის ნომრის პუბლიკაცია: 22 მაისს კურორტ წყალტუბოს სტადიონზე ჩატარდა ამხანაგური შეხვედრა, სადაც წყალტუბოს „მედიკმა“ ქუთაისის რაიკავშირის გუნდი 5:3 დაამარცხა.

ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის კლუბი თავდაპირველად „მედიკის“ სახელით ასპარეზობდა. შემდეგ მას დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქედის, „სამგურალის“ სახელი დაერქვა. აღნიშნული მთა კარგად ჩანს ქალაქიდან და სწორედ მის ფერდობზე მოედინება ის სამკურნალო წყლები, რომლითაც წყალტუბოა სახელგანთქმული.

შენიშვნა: უშუალოდ „სამგურალის“ სახელწოდება გუნდს სანატორიუმ „სამგურალისგან“ ხვდა წილად, რომელიც საბჭოთა პერიოდში გუნდს ფინანსურად ეხმარებოდა.

საშინაო არენა: წყალტუბოს „სამგურალი“ ქალაქისა და მთლიანად რაიონის სავიზიტო ბარათია. კლუბის საშინაო არენა — 26 მაისის სახელობის სტადიონი — ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, „ცივ ტბასა“ და ბულვარს შორის, უალამაზეს ლოკაციაზე მდებარეობს.

პირველი ეროვნული ჩემპიონატი (1990 წელი)

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990 წელს „სამგურალი“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაება და პირველ სეზონში 39 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

მთავარი მწვრთნელი: გარი სორდია | მწვრთნელები: ა. ჯანელიძე, გ. გაბიჩვაძე | გუნდის უფროსი: თ. სვანიძე
შემადგენლობა: გ. მიქაძე, ზ. ჭოლაძე, გ. წიქარიშვილი, ბ. ბერაძე, ზ. იონანიძე, ა. ჩხაბერიძე, ვ. მუშკუდიანი, ვ. ფესტვენიძე, დ. ონიანი, მ. ხუნდაძე, გ. ხარაბაძე, გ. ჩიხლაძე, რ. იობიძე, ჭ. იობიძე, გ. მოსეშვილი, ა. კერესელიძე, თ. ცნობილაძე, ლ. ფესტვენიძე, გ. ჯანელიძე.
1991: მეორე ეროვნულ ჩემპიონატში „სამგურალმა“ მე-11 ადგილი დაიკავა.
1992-1993: გუნდმა 58 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა (საუკეთესო შედეგი იმ პერიოდისთვის).
1993-1995: 1993-94 წლებში დაიკავა მე-14 ადგილი, ხოლო 1994-95 წლების სეზონში ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა.
1996-1999: 1 წელიწადში დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში. 1999 წელს ითამაშა საქართველოს თასის ფინალში, სადაც ქუთაისის „ტორპედოსთან“ პენალტებში დამარცხდა.
2003-2009: 2003 წელს ფინანსური კრიზისის გამო გუნდი დაიშალა. კლუბის აღდგენა მოხდა 2009 წელს.
2019 (გარდატეხის წელი): კლუბის პრეზიდენტი გახდა ბიზნესმენი მიხეილ იაშვილი. დაიწყო კლუბის სრული მოდერნიზაცია, რებრენდინგი და აღმავლობა.
2020: 19-წლიანი პაუზის შემდეგ „სამგურალი“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში (ეროვნული ლიგა) დაბრუნდა!
2020-2021: ზედიზედ ორჯერ ითამაშა დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
2022-2024: 2022 წელს გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით მე-4 ადგილი დაიკავა (2 ქულა დააკლდა ევროტურნირებს). 2023 და 2024 წლებში ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა.
2025: სპორტულ დირექტორად დაინიშნა გიორგი ნერგაძე, ხოლო მთავარ მწვრთნელად — იტალიელი სპეციალისტი რუდოლფო ვანოლი.
სამგურალის მიღწევები
საბჭოთა პერიოდი
  • ჩემპიონი: 1983, 1985, 1989
  • თასის მფლობელი: 1988, 1989
დავით ყიფიანის თასი
  • ფინალისტი (3-ჯერ): 1999, 2020, 2021
პირველი ლიგა / ლიგა 2
  • ჩემპიონი: 1996
  • მე-2 ადგილი: 1997, 2004, 2016, 2020
უმაღლესი ლიგა
  • მე-4 ადგილი: 1993-94, 2022
  • მე-5 ადგილი: 2023, 2024