სამგურალმა თბილისის დინამო დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 ნოემბერი, 14:30
სამგურალი
გაგრა
წინა მატჩი
1 ნოემბერი, 14:30
კოლხეთი1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა თბილისის დინამო დაამარცხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო თბილისის ,,დინამოს". მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილმა გუნდმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი 3:1 დაამარცხა.

    წყალტუბოელებს დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამო თედო კიკაბიძე, ლუკა ხორხელი, ლუკა შეროზია და ვატო არველაძე აკლდათ. დანაკლისი ჰქონდათ სტუმრებსაც. მათ ოქრიაშვილი და კალანდაძე არ ჰყავდათ.

    კიკაბიძის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური დემურ ჩიხლაძემ მოირგო და იღბლიანადაც, სწორედ ჩიხლაძემ გაიტანა მესამე და გადამწყვეტი გოლი დინამოელთა კარში.

    შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. დინამოელები 32-ე წუთზე ჯადული იობაშვილის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა, სამგურალის ნახევარმცველის დემურ ჩიხლაძის ,,სტანდარტულის" შემდეგ დინამოელთა მცველმა დომენიკ საიმონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

    მეორე ნახევარში კი წყალტუბოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და თითქმის თამაშის განახლებისთანავე დაწინაურდნენ. 48-ე წუთზე ვინისიუსმა ძლიერი დარტყმით ,,სამგურალი" წინ გაიყვანა. ეს ბრაზილიელი საყრდენის სადებიუტო გოლი იყო. 66-ე წუთზე დემურ საჯარიმოს გარედან ჩიხლაძემ ტექნიკურად დაარტყა და გამოცდილ გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა - 3:1.

    სამგურალი 3:1 დინამო (თბ)

    20.04. წყალტუბო. საფეხბურთო ცენტრი

    გოლები: 0:1 იობაშვილი (32. სანტისის პასით), 1:1 საიმონი (44-საკ. კარში), 2:1 ვინისიუსი (49), 3:1 ჩიხლაძე (66)
    სამგურალი (4-1-4-1): ყალიჩავა - ი. ახვლედიანი, პატარკაციშვილი, მარკოვინა, ბული - ვინისიუსი - ჟან კარლოსი, ჩიხლაძე (71. დარცმელია), ჯანჯღავა (82. გ. გეგუჩაძე), კალანდარიშვილი (82. ა. ვერულიძე) - ფანცულაია (63. იკპე)
    სათადარიგოები: კუტალაძე - თოდუა, ჩხაბერიძე, თევზაძე, თოფურია
    მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია

    დინამო (4-1-4-1): ლორია - მაისურაძე, აკპუჯე, უგრეხელიძე, კადეტე - საიმონი - სანტისი (46. სიხარულაშვილი), ბერელიძე, მოისწრაფიშვილი (68. ლომინაძე), სალია (68. სამუშია) - იობაშვილი (68. გორდეზიანი)
    სათადარიგოები: ბერუაშვილი - რომანოვსკი, ოსიყმაშვილი, იაკობიძე, ს. ხარებაშვილი
    მწვრთნელი: ანდრეს კარასკო

    გაფრთხილება: სანტისი (23), მაისურაძე (41), დარცმელია (72), აკპუჯე (75), სიხარულაშვილი (83)
    არბიტრი: გ. ყრუაშვილი

    скачать dle 11.3