მიხეილ აშვეთია: თელავთან გამარჯვება ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანი იყო. ისეთი თამაშები ვერ მოვიგეთ, ყველა ვნერვიულობდით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მიხეილ აშვეთია: თელავთან გამარჯვება ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანი იყო. ისეთი თამაშები ვერ მოვიგეთ, ყველა ვნერვიულობდით
  • ,,თელავთან" გამარჯვების შემდეგ ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ კომენტარი გააკეთა

    მიხეილ აშვეთია: ძალიან დინამიური თამაში გამოვიდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით, დაძაბულად წარიმართა. კარგი იყო, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ უხეში შეცდომის გამო ბურთი საკუთარ კარში მივიღეთ. დაახლოებით 10 წუთი თამაშში ,,ვერ დავბრუნდით", თუმცა ბიჭებმა მოინდომეს, ბოლომდე იბრძოლეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

    შეცვლაზე შესული ფეხბურთელები თამაშში კარგად ჩაერთვნენ და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. ,,თელავი" საკმაოდ კარგი და ამბიციური გუნდია, იოლი არავისთვისაა ამ გუნდის დამარცხება. ეს მოგება ჩვენთვის როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მომდევნო შეხვედრებს გაცილებით კარგ განწყობაზე შევხვდებით და დადებითი შედეგის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    ამდენი ხანი კომენტარსაც არ ვაკეთებდი... ისეთი თამაშები ვერ მოვიგეთ, ბუნებრივია, ყველა ვნერვიულობდით, მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, ჩვენი გულშემატკივრებიც... ალბათ, ეს უფრო უიღბლობა იყო. საბედნიეროდ, გადავლახეთ ეს ყველაფერი და გავიმარჯვეთ.
    ვულოცავ კლუბის ხელმძღვანელობას, მთლიანად წყალტუბოს! მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის. ასეთი ქომაგობით უფრო მეტ თამაშს მოვიგებთ და ის მიზანი, რაც გუნდს აქვს დასახული შესრულდება! დღევანდელი გამარჯვების მთავარი ფაქტორი ბრძოლა და ჟინი იყო, რაც წინა თამაშებზეც არ გვაკლდა, მაგრამ დღეს კიდევ უფრო ბევრად გვქონდა, ამიტომ მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის!

    დღეს ,,სამგურალში" ორ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი ვინისიუს ვიანას და გიორგი ფანცულაიას. მათ თამაშს, როგორ შეაფასებთ?


    რაც შეეხება დებიუტანტებს, გიორგი ფანცულაიას შესაძლებლობები კარგად ვიცოდი. გამოჩნდა შანსი, რომ ჩვენთან გადმოსულიყო და დავიმატეთ კიდეც. არ ვიტყვი, რომ თავდასხმაში პრობლემები გვქონდა. გუნდი მომენტებს ქმნიდა, მაგრამ რეალიზაციის მხრივ გვქონდა პრობლემები. ამიტომ, ასეთი გამოცდილი ფორვარდის დამატება მნიშვნელოვანი იყო. გიორგისთან ერთად ვმუშაობდი და ვიცი მისი შესაძლებლობები. ჯერ ფიზიკურად ჩვეულ კონდიციებში არ არის. ჩვენთან სამი ვარჯიში ჩაატარა, მაგრამ მისი გამოცდილებით დღეს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

    რაც შეეხება ვინისიუს ვიანას, ბრაზილიელი ლეგიონერი ჩვენთან თვენახევრის ჩამოსული არის. კარგ ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფებოდა და აქამდე ვერ მივეცი შანსი. დღეს საკმაოდ კარგად ითამაშა და ვფიქრობ კიდევ უფრო მოუმატებს. ზოგადად, არავის გამოყოფა არ მინდა, ყველამ კარგად ითამაშა და რაც მთავარია ბიჭებმა გუნდური სულისკვეთება გამოავლინეს. გუნდი კიდევ უფრო შეიკვრება და უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.скачать dle 11.3