ეროვნული ლიგის მეხუტე ტურის შეხვედრაში ,,სამგურალი" ,,გაგრას" დაუზავდა - 0:0. წყალტუბოელებს ტრავმების გამო ლუკა შეროზია და ალიჯონი აინი გამოაკლდათ. პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში ცენტრალური მცველი გეგი გეგუჩაძე, რომელსაც აქამდე ,,სამგურალის" რიგებში ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. წყალტუბოელები კიდევ ერთი დებიუტანტი- ვატო არველაძე კი 68-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წყალტუბოელებმა მატჩი აქტიურად ჩაატარეს, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, ლუკა ხორხელი ოთხჯერ დაემუქრა გაგრელთა კარს, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. ძალიან სახიფათო იყო დემურ ჩიხლაძის დარტყმაც, რის შემდეგაც ბურთი ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა. გოლის გატანა შეეძლოთ გნამიეს და კალანდარიშვილსაც, მაგრამ ორივე მათგანის დარტმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
ერთი კარგი მომენტი გაგრელებსაც ჰქონდათ, როცა ,,სამგურალი" გოლისგან ხარიხამ გადაარჩინა.
მორიგ შეხვედრას ,,სამგურალი" 3 აპრილს სტუმრად ,,სამტრედიასთან" გამართავს.
გაგრა-სამგურალი 0:0
30.03. თბილისი. დავით პეტრიაშვილი
გაგრა (4-2-3-1): ბედიაშვილი - გაბისიკირია, კაკუბავა, ჯანგიძე, გეგეჭკორი - პაპუაშვილი (75. გ. უბილავა), აფციაური - გ. ლომთაძე (89. დ. ლომთაძე), ივანიაძე (75. ცინცაძე), ხარებაშვილი - ვაწაძე
სათადარიგოები: ვორობეი - ჩოჩია, ვ. მჭედლიშვილი, ჭავჭანიძე, ნაჭყებია, გოგოლაძე
მწვრთნელი: გიორგი ონიანი
სამგურალი (4-1-4-1): კუტალაძე - კიკაბიძე, გ. გეგუჩაძე (76. პატარკაციშვილი), მარკოვინა, ბული - ჯანჯღავა - ი. ახვლედიანი (61. ა. ვერულიძე), ჩიხლაძე (68. დარცმელია), ხორხელი, კარლოსი (61. კალანდარიშვილი) - იკპე (68. არველაძე)
სათადარიგოები: ყალიჩავა - ვინისიუსი, ქარიმოვი, თევზაძე
მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
გაფრთხილება: ხორხელი (37), ივანიაძე (69), ცინცაძე (88)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილიскачать dle 11.3