სამგურალმა გამარჯვებით დაიწყო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა გამარჯვებით დაიწყო
  • სამგურალმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა ქობულეთის ,,შუქურა". შეხვედრა ფოთში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. გუნდებმა ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარეს. ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებსაც მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
    ამხანაგური სტატუსის მიუხედავად შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ანგარიში დემურ ჩიხლაძემ პირველი ტაიმის მიწურულს ეფექტური დარტყმით გახსნა. მეორე ნახევრის დასაწყისში მამია გავაშელიშვილმა მცველების შეცდომით ისარგებლა და ,,შუქურას" კარში მეორე გოლი გაიტანა. ქობულეთელებმა სხვაობა მატჩის მიწურულს შეამცირეს. 88–ე წუთზე გოლი მუსელიანმა გაიტანა.
    შუქურა–სამგურალი 1–2.
    მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ,,სამგურალი" 29 იანვარს სტუმრად ,,გაგრას" წინააღმდეგ გამართავს.
    22.01.2022. ფოთი ,,ფაზისი"
    ამხანაგური მატჩი
    ⚽️ გოლები: 0:1 ჩიხლაძე (40), 0:2 გავაშელიშვილი (48), 1:2 მუსელიანი (88)
    სამგურალი: ქვილითაია, კიკაბიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი, ვერულიძე, გილმორი, ტურე, რუხაძე, ჩიხლაძე კუხიანიძე
    II ტაიმი
    შოვნაძე, ჯამიუ (ტ.ბურჯანაძე), მაისაშვილი, თევზაძე, ახვლედიანი, ბაშელეიშვილი, იობიძე, დევდარიანი, ჯეფინიო, შ.ბურჯანაძე, გავაშელიშვილი
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

    შუქურა: ხარატიშვილი, კომახიძე, მამასახლისი, ჩაკვეტაძე, ჩაჩუა, ჯინჭარაძე, ღლონტი, სარდალიშვილი, ლექვთაძე, ერისთავი, ბ. ვერულიძე;
    შეცვლაზე შევიდნენ: ფარტენაძე, კაკაშვილი, ჯანელიძე, ბაშალეიშვილი, ინგოროყვა, გაზდელიანი, მუსელიანი, ვ. თევდორაძე.скачать dle 11.3