წყალტუბოს ,,სამგურალმა" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო თბილისის ,,დინამოს". მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილმა გუნდმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი 3:1 დაამარცხა.
გთავაზობთ, ინტერვიუს ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელ მიხეილ აშვეთიასთან, სადაც ის განვლილი მატჩების, კლუბში არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება.
,,სამგურალმა" სერგო კუხიანიძის დუბლით სტუმრად საგარეჯოს ,,გარეჯი" 2:0 დაამარცხა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალში გავიდა. შემდეგ ეტაპზე წყალტუბოელთა მეტოქე მოგვიანებით კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.