სამგურალი თასის ნახევარფინალშია! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი თასის ნახევარფინალშია!
  • სამგურალი 2:0 თელავი
    26.09. წყალტუბო ,,26 მაისი"
    საქართველოს თასი 1/4 ფინალი
    1:0 რაზმაძე (10), 2:0 ჩიხლაძე (56)
    გამოუყენებელი პენალტი: რაზმაძე (52)
    სამგურალი: მეშველიანი, ასათიანი, რაზმაძე, ლ.ქურდაძე, ბანძელაძე, კიკაბიძე, ბურჯანაძე, ტურე, ფონიავა (82.ბრეგვაძე), ჩიხლაძე (74.ახვლედიანი), კუხიანიძე (67.კუჭუხიძე)
    სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, პატარკაციშვილი, გაზდელიანი, იოსელიანი, რაჟამაშვილი, თევზაძე
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, გიორგი ნერგაძე, თამაზ სამხარაძე
    გაფრთხილება: ფონიავა (41), თოლორდავა (41), ტურე (53), ბანძელაძე (58), ჩაბრაძე (63), მოსიაშვილი (84), ქურდაძე (87)
    გაძევება: თოლორდავა (50)
    არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

    წყალტუბოს ,,სამგურალი" ნახევარფინალშია! უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგის ,,ბინადარი" თელავი 2:0 დაამარცხა და თასზე ბრძოლას აგრძელებს.
    შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, ჯერ ბექა ბანძელაძემ გაამწვავა ვითარება სტუმართა კართან, შემდეგ კი თელაველებმა შეუტიეს სახიფათოდ, თუმცა, ბოლოს თავად დაჯარიმდნენ შეტევაში.
    შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში გაგრძელდა.
    მე-10 წუთზე სერგო კუხიანიძის წაქცევისთვის მარცხენა ფლანგზე ჯარიმა დაინიშნა. დემურ ჩიხლაძემ ,,სტანდარტულიდან" შორეულ ძელთან ,,მოჭრა" ბურთი, სადაც ლუკა რაზმაძემ ითამაშა დიდებულად, მცველს დაასწრო და ,,სამგურალი" დააწინაურა - 1:0
    თელაველები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და საპასუხოდ მწვავედ შეუტიეს,
    მე-13 წუთზე ჩუკვურას ჩაწოდების შემდეგ თავით სახიფათოდ ურტყამდა კვასოვი, თუმცა ბურთი მცირედით აცდა მიზანს.
    44-ე წუთზე კუხიანიძემ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მეკარემ ბურთი ვერ დაიმორჩილა, მაგრამ გამოვარდნილ ბურთზე პირველი მცველები აღმოჩნდნენ.
    მეორე ტაიმი მასპინლებმა აქტიურად დაიწყეზ.
    49-ე წუთზე ანტონ თოლორდავა საკუთარ საჯარიმოში კუხიანიძეს ეუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. სტუმრები უმცირესობაში დარჩნენ, წყალტუბოელებმა კი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ლუკა რაზმაძემ შეასრულა, თუმცა ბურთი ძელს გაარტყა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
    წყალტუბოებებზე გაცუდებულმა პენალტმა ცუდად არ იმოქმედა და მასპინძლებმა მეორე გოლი მალევე გაიტანეს.
    56- ე წუთზე ტურემ მცველს ჩაუჭრა ბურთი და კუხიანიძეს გაუკეთა გადაცემა, სერგიმ ფონიავა მოძებნა, რომელმაც ჩიხლაძეს უპასა და ლამაზი კომბინაცია სამგურალის გოლით დაგვირგვინდა - 2:0
    73-წუთზე გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, ფირუზ მარაქველიძე ახლო მანძილიდან ურტყამდა კარში, მაგრამ ,,სამგურალი" გაშვებული გოლისგან თედო კიკაბიძემ იხსნა, რომელმაც კარის ხაზიდან მოიგერია ბურთი.
    სტუმრები ბოლომდე ცდილობდნენ მატჩის გადარჩენას, სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სამგურალმა" დამაჯერებელი თამაში აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა.скачать dle 11.3