წყალტუბოს სამგურალი თასის მეოთხედფინალშია! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
წყალტუბოს სამგურალი თასის მეოთხედფინალშია!
  • თასის მერვედფინალში ,,სამგურალს" მეტოქედ ლიგა 3 ის ერთ-ერთი ლიდერი საგარეჯოს ,,გარეჯი" შეხვდა. საგარეჯოელები განსაკუთრებით კარგად თასზე ასპარეზობენ ხოლმე, გასულ წელს ნახევარფინალში გავიდნენ და ფინალის საგზურისთვის თბილისის ,,ლოკომოტივს" დიდი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა გამოცდილება არ ეყოთ და 2:3 დამარცხდნენ.
    ,,გარეჯმა" წლევანდელი გათამაშებაც წარმატებით დაიწყო, ჯერ ბორჯომის ბარიერი გადალახა, შემდეგი ეტაპიდან კი ჩვენი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი მარტვილის ,,მერანი" გამოთიშა ასპარეზობიდან. მოკლედ, ,,სამგურალის" მეტოქე სულაც არ იყო იოლად დასამარცხებელი გუნდი და წყალტუბოელები უშეღავათო ბრძოლისთვის ემზადებიდნენ.
    მიკროტრავმებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო ,,სამგურალის" სამწვრთნელო შტაბს შემადგენლობასა და ტაქტიკურ სქემაში კორექტივების შეტანა მოუწიათ. განსაკუთრებით მოედნის ცენტრში იყო პრობლემები, თუმცა, ფეხბურთელებმა რომლებსაც მწვრთნელებმა ნდობა გამოუცხადეს, ნაკისრ მოვალეობებს თავი კარგად გაართვეს.
    მატჩის პირველი ნახევარი მთლიანად ჩვენი ბიჭების კარნახით წარიმართა. ,,სამგურალმა" თამაში თავიდანვე მწვავე შეტევებით დაიწყო. მე-4 წუთზე თედო კიკაბიძე ურტყამდა კარის მიმართულებით, თუმცა სიზუსტე დააკლდა. მე-12 წუთზე შალვა ბურჯანაძემ დაუმიზნა მეტოქის კარს, მაგრამ ბურთი მცველს შეეხო და წყალტუბოელები მხოლოდ კუთხურს გამორჩნენ. ,,სტანდარტულს" წყალტუბოელების მწვავე შეტევა და სერგო კუხიანიძის ულამაზესი გოლი მოჰყვა -0:1
    წყალტუბოელთა ბომბარდირს სამიოდე წუთში დუბლის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ მასპინძლები გოლისგან ძელმა იხსნა.
    გოლის შემდეგ სტუმრების დომინირება გაგრძელდა, კარგად ერთვებოდა შეტევებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციიდან შალვა ბურჯანაძე, მან ზედიზედ ორჯერ სახიფათოდ დაარტყა, პირველ ჯერზე ბურთი მეკარემ მოიგერია, მეორე დარტყმა კი მიზანს ასცდა. 36-ე წუთზე კიკაბიძე კარგ გადაცემას უკეთებდა დავით რაჟამაშვილს, თუმცა წყალტუბოელთა ათიანი ბურთს ვერ მიწვდა, თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა. ორიოდე წუთში ჩიხლაძე სტუმართა მორიგ კარგ კომბინაციას აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ასცდა კარს. წყალტუბოელთა უპირატესობამ შედეგი ტაიმის ბოლოს გამოიღო, სწრაფი კონტრშეტევისა და ჩიხლაძის გადცემის შემდეგ კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა 0:2
    ,,სამგურალი" შესვენებაზე კომფორტული სხვაობით გავიდა.
    მეორე ტაიმის დაწყებამდე საგარეჯოელებმა ცვლილებას მიმართეს, თამაშში მათი კოლუმბიელი ლეგიონერი სტივენ ბერმუდესი ჩაერთო, რომელსაც ცენტრიდან შეტევების ორგანოზება დაევალა. ,,გარეჯმა" მატჩის მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო, 49-ე წუთზე მათ ბურთი ,,სამგურალის" კარის ხარიხას გაარტყეს. 58-ე წუთზე გამოცდილ ბესიკ ჩიმაკაძეს ჰქონდა ანგარიშის შემცირების შანსი, კარში ახლოდან ურტყამდა, მაგრამ მეკარე კახაბერ მეშველიანს კარგი პოზიცია ეკავა და მომენტის გაუვნებელჰყოფა არ გასჭირვებია. წყალტუბოელებმა ლევან ქურდაძის სახიფათო დარტყმით უპასუხეს. მატჩის ბოლომდე ორივე კართან შეიქმნა მომენტები, მასპინძლები მთელი ძალებით უტევდნენ, წყალტუბოელები კი მეტოქის კონტრშეტევებზე დაჭერას ცდილობდნენ. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სამგურალმა" დამაჯერებლად გაიმარჯვა და თასის მეოთხედფინალში გავიდა.
    გარეჯი (საგარეჯო) 0:2 სამგურალი (წყალტუბო
    ⚽ 0:1 სერგო კუხიანიძე (14), 0:2 სერგო კუხიანიძე (42. დემურ ჩიხლაძის პასით)
    მეშველიანი, ბანძელაძე, ასათიანი, პატარკაციშვილი, ტურე, კუხიანიძე (86.კუჭუხიძე), ჩიხლაძე (66.რაზმაძე), ქურდაძე, რაჟამაშვილი (63.დოლიძე), ბურჯანაძე, კიკაბიძე
    სათადარიგოები: ბ.ქურდაძე, გაზდელიანი, ფონიავა, ამბროლაძე
    მთ.მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, გიორგი ნერგაძე, თამაზ სამხარაძე
    გაფრთხილება: კუხიანიძე (24)скачать dle 11.3