მოგება უშუალო კონკურენტთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მოგება უშუალო კონკურენტთან
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტ ბოლნისის ,,სიონთან" და სატურნირო ცხრილში ,,ადგილი გაუცვალა". წყალტუბოელებმა მესამე ადგილზე გადაინაცვლეს, ბოლნისელები კი ერთი საფეხურით დაქვეითდნენ.

    წყალტუბოელებს 12 დღეში, თასზე და ჩემპიონატში 4 უმნიშვნელოვანესი შეხვედრის ჩატარება მოუწიათ, გუნდს ფაქტობრივად დასვენებაც არ ჰქონია. ამას წამყვანი ფეხბურთელების არყოფნაც თან დაერთო, შეხვედრას ტრავმირებული ლუკა ასათიანი და დისკვალიფიცირებული სერგო კუხიანიძე ტოვებდნენ, რის გამოც მწვრთნელებს შემადგენლობის გადახალისება და ნომინალური ფორვარდის გარეშე ასპარეზობა მოუხდათ.

    სანაცვლოდ, ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრნდა გამოცდილი გრიგოლ დოლიძე, რომელიც დავით რაჟამაშვილთან ერთად თავდასხმის ხაზში იყო გამწესებული.

    შეხვედრა სტუმრების პრესინგით დაიწყო, ბოლნისელებმა საწყის წუთებში ,,სამგურალის" ნახევარზე დამკვიდრება სცადეს, მაგრამ, მათ შეტევებს განსაკუთრებული ხიფათი არ მოჰყოლია. თანდათან თამაშის სადავეები წყალტუბოელებმა იგდეს ხელთ და რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს, სახიფათო ტავური დარტყმები განახორციელეს რაჟამაშვილმა და ფონიავამ, მწვავედ უტევდა მეტოქის კარს ბანძელაძე და ქურდაძე, სახიფათო იყო ფონიავას საჯარიმო დარტყმაც, თუმცა მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

    მეორე ტაიმის საწყისი წუთებში სტუმრებმა კვლავ სცადეს პრესინგის თამაში, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა დოლიძეს, რომელსაც რაჟამაშვილი უკეთებდა გადაცემას, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ქურდაძის თავური დარტყმა ასცდა მიზანს. ბოლნისელებიც საკმაოდ მწვავედ ათამაშდნენ და ხუთწუთიან მონაკვეთში სამი საკმაოდ კარგი მომენტი შექმნეს. განსაკუთრებით სახიფათო კი ის ეპიზოდი იყო, როცა ბანძელაძე ბურთის მოგერიებას ცდილობდა და ბურთი ჩვენი კარის ძელს მოხვდა.

    უჩა სოსიაშვილმა მდგომარეობის გამოსასწორებლად ცვლილებებს მიმართა. მოედანზე ჯერ, თენგიზ ბრეგვაძე, შემდეგ კი დემურ ჩიხლაძე გამოვიდნენ. გარდამტეხი სწორედ აღნიშნული ცვლილებები გამოდგა, ჩიხლაძემ მოედნის ცენრიდან შეტევების ორგანიზება ითავა, ბრეგვაძე კი ფლანგიდან ამწვავებდა ვითარებას. 68–ე წუტზე წყალტუბოელების მორიგი შეტევისას, ფონიავას აქტიურობის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და ბრეგვაძესთან აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში–1:0, მეორე გოლი 77 –ე წუთზე გავიდა, ამჯერად ბრეგვაძე ასისტენტად მოგვევლინა, მან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ფონიავას, რომელმაც მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა 2:0
    წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. ,,სამგურალმა" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. პარალელურ შეხვედრაში კი ლიდერი ,,შუქურა" ზუგდიდიში 2:3 დამარცხდა და პირველადგილოსანთან სხვაობა კვლავ 5 ქულამდე შემცირდა.
    სამგურალი–სიონი 2:0
    04.10. წყალტუბო. ,,26 მაისი"
    1:0 ბრეგვაძე (68), 2:0 ფონიავა (77.ბრეგვაძის პასით)
    სამგურალი: მეშველიანი, ბანძელაძე, პატარკაციშვილი, ტურე, გაზდელიანი, ფონიავა (81.ახვლედიანი), ლ. ქურდაძე, რაჟამაშვილი (58.ბრეგვაძე) დოლიძე (67.ჩიხლაძე), ბურჯანაძე, რაზმაძე
    სათადარიგოები: ბ.ქურდაძე, იოსელიანი, ამბროლაძე, თევზაძე, კიკაბიძე
    მთ.მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, გიორგი ნერგაძე, თამაზ სამხარაძე

    გაფრთხილება: ღირდალაძე (41), უგრეხელიძე (85)

    არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

    скачать dle 11.3