იტალიელი სპეციალისტი როდოლფო ვანოლი ,,სამგურალს" გასული წლის ოქტომბერიდან წვრთნის. წყალტუბოელებმა მისი ხელმძღვანელობით წინა ჩემპიონატში 8 შეხვედრა ჩაატარეს და მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს (ვანოლის სადებიუტო მატჩი გორის ,,დილასთან"). ამჟამად გუნდი ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება. როდოლფო ვანოლის გუნდმა თურქულ შეკრებაზე 5 საკონტროლო მატჩი გამართა და მოსამზადებელი ეტაპი მარცხის გარეშე დაასრულა.