,,სამგურალს" ტიაგო გომესი გაწვრთნის » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 მაისი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
15 მაისი, 17:00
სამგურალი0
ტორპედო1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალს" ტიაგო გომესი გაწვრთნის
  • სამგურალს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
    დღეიდან ჩვენს გუნდს 40 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ტიაგო გომესი გაწვრთნის.
    მან კლუბთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა.
    გომესის ასისტენტად, მისი თანამემამულე ფაბიანო კარვალიო იმუშავებს.
    ,,სამგურალის” ახალი მთავარ მწვრთნელს უეფას პრო ლიცენზია აქვს და ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიც ,,გრემიო”, ,,კორინთაინსი” და ,,ფლუმინენსეა”.
    ,,გრემიოში” ასრულებდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას და მუშაობდა მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის, ლუის ფელიპე სკოლარის ასისტენტად.
    ტიაგო გომესის სამწვრთნელო კარიერა „ინტერნასიონალში“ დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა.
    2010 წელს 23 წლამდელებში გახდა ბრაზილიის ჩემპიონი.
    2011 წელს „ატლეტიკო პარანაენსეში“ გადავიდა, სადაც მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.
    შემდეგ იმუშავა „სან ხოსეს” 20-წლამდელთა გუნდში, საიდანაც გომესი „კორინთიანსის“ 20-წლამდელთა გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გადავიდა.
    ტიაგო გომესი მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველად 2015 წელს „სან ხოსეში” დაინიშნა.
    იქედან, პაულო რობერტო ფალკაომ „სპორტ რესიფეში“ ასისტენტად მიიწვია და გომესმაც სამწვრთნელო კარიერა აღნიშნულ კლუბში გააგრძელა.
    2016 წლის აპრილში, ფალკაოს გათავისუფლების შემდეგ, გომესი „სპორტ რესიფეს” მთავარ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
    2016 წლის 7 ნოემბერს გომესი ,,ფლუმინენსეს” 20-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
    მომდევნო წელს მან ,,პელოტასი” ჩაიბარა.
    2018 წელს ,,გრემიოში” 23-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად გადავიდა.
    ,,გრემიოში” მუშაობისას რამდენჯერმე იყო ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი.
    2021 წელს გრემიოში ფელიპე სკოლარის დანიშვნის შემდეგ, მის ასისტენტად მუშაობდა.
    2022 წელს გომესი ,,ბრაზილ დე პელოტასის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
    ბოლო წლებში გომეში რამდენიმე კლუბს წვრთნიდა. ესენი იყო: ,,სან ხოსე”, ,,სამპაიო კორეა” და ,,კაქსიასი”.
    ბოლოს კი ,,ლინენსეს” მთავარი მწვრთნელი იყო.
    ბრაზილიელი სპეციალისტები საქართველოში 7 მაისს ჩამოვიდნენ და ,,სამგურალი”-,,გაგრას” მატჩსაც დაესწრნენ.
    წარმატებებს ვუსურვებთ ტიაგო გომეშსს ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე!
    Boa sorte!скачать dle 11.3