სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
Facebook
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17
მთავარი სიახლეები
23-07-2018, 13:47
სამგურალი მერანს ისევ დაუზავდა
წყალტუბოს ,,სამგურალი" ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდმა დღეს ამხანაგურ შეხვედრაში მარტვილის ,,მერანს" უმასპინძლა. სპარინგ–მატჩი ფრე 1:1 დასრულდა.
ვრცლად →
23-06-2018, 08:13
კარგი დასაწყისი და ცუდი დასასრული
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგა 2–ის მე–15 ტურში დასანანი მარცხი იწვნია მარტვილის ,,მერანთან". წყალტუბოელები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 2:4 წააგეს.
ვრცლად →
23-06-2018, 08:09
სამგურალი რუსთავთან პენალტების სერიაში დამარცხდა
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში ,,სამგურალი" ეროვნული ლიგის ბინადარ ,,რუსთავს" დაუპირისპირდა. ერთმატჩიანი დუელის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ,,რუსთავმა" გაიმარჯვა 6:5 და თასის მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
ვრცლად →
9-06-2018, 21:30
ბესიკ ხაჭიპერაძე: ბათუმში საფეხბურთო ზეიმი იყო და ჩვენც ამ ზეიმის მონაწილეები ვიყავით!
ახალი მთავარი მწვრთნელის ბესიკ ხაჭიპერაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ორ შეხვედრაში წყალტუბოს ,,სამგურალმა“ 4 ქულა მოიპოვა. წყალტუბოელებმა მე–14 ტურში სტუმრად გათამაშების ერთ–ერთ ლიდერ ბათუმის ,,დინამოსთან“ ჩატარებულ ურთულეს შეხვედრაში ფრე 1:1 ითამაშა. ,,სამგურალი“ 60–ე წუთამდე გაგა ჩხეტიანის პენალტით იგებდა და 3 ქულის აღებაც შეეძლო, მაგრამ ეროვნული ლიგა 2–ის მასშტაბებით მრისხანე ბათუმის ,,დინამოსთან“ ფრეც არ არის ურიგო შედეგი. მატჩის შემდეგ ,,სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ,,დინამოსთან“ თამაშზე კომენტარი გააკეთა.
ვრცლად →
9-06-2018, 20:21
ქულა 10 ფეხბურთელით
წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ბათუმის ,,დინამოსთან“ გამართულ ურთულეს შეხვედრაში ფრე 1:1 ითამაშა და აჭარის ცენტრიდან მნიშვნელოვანი ქულით დაბრუნდა.
ვრცლად →
26-05-2018, 09:55
ხაჭიპერაძის სამქულაინი დებიუტი
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის მატჩში მარტვილში ,,ცხინვალს" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა
ვრცლად →
26-05-2018, 09:52
სამგურალის მთავარ მწვრთნელად ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა
,სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი 33 წლის სპეციალისტი ბესიკ ხაჭიპერაძე გახდა, რომელიც ,,სამგურალში“ აქამდე გია გიგატაძის ასისტენტად მუშაობდა.
ვრცლად →
26-05-2018, 09:49
გია გიგატაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს ,,სამგურალი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ დატოვა.
ვრცლად →