ბესიკ ხაჭიპერაძე: ბათუმში საფეხბურთო ზეიმი იყო და ჩვენც ამ ზეიმის მონაწილეები ვიყავით! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ბესიკ ხაჭიპერაძე: ბათუმში საფეხბურთო ზეიმი იყო და ჩვენც ამ ზეიმის მონაწილეები ვიყავით!
  • ბესიკ ხაჭიპერაძე: ბათუმში საფეხბურთო ზეიმი იყო და ჩვენც ამ ზეიმის მონაწილეები ვიყავით!
    ახალი მთავარი მწვრთნელის ბესიკ ხაჭიპერაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ორ შეხვედრაში წყალტუბოს ,,სამგურალმა“ 4 ქულა მოიპოვა. წყალტუბოელებმა მე–14 ტურში სტუმრად გათამაშების ერთ–ერთ ლიდერ ბათუმის ,,დინამოსთან“ ჩატარებულ ურთულეს შეხვედრაში ფრე 1:1 ითამაშა. ,,სამგურალი“ 60–ე წუთამდე გაგა ჩხეტიანის პენალტით იგებდა და 3 ქულის აღებაც შეეძლო, მაგრამ ეროვნული ლიგა 2–ის მასშტაბებით მრისხანე ბათუმის ,,დინამოსთან“ ფრეც არ არის ურიგო შედეგი. მატჩის შემდეგ ,,სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ,,დინამოსთან“ თამაშზე კომენტარი გააკეთა.
    ,, როგორც ველოდით, ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში და მათმა გარჯამ დადებითი შედეგი მოიტანა. თითოეულ ფეხბურთელში 100%–ით ვიყავი დარწმუნებული, რომ თავს არ დაზოგავდნენ და ბოლომდე იბრძოლებდნენ, ამას მხოლოდ ძირითადის მოთამაშეებზე არ ვამბობ, არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს. თვალშისაცემი იყო გუნდის მოტივაცია და ერთიანობა შედეგის მისაღწევად.
    ძალიან დიდი როლი ითამაშეს გულშემატკივრებმა. მათმა მხარდაჭერამ ძალები შეგვმატა, შეიძლება ითქვას, რომ ბიჭები მოედანზე იბრძოდნენ და გულშემატკივრები ტრიბუნაზე.
    ბათუმიდან თუნდაც ქულის წამოღება იოლი საქმე არ არის. ,,დინამო“ ტრადიციული და მიზანდასახული გუნდია. გამოცდილი და ძალიან ძლიერი სამწვრთნელო შტაბი ჰყავთ, შემადგენლობაც ძლიერია, მათ ყველანაირი პირობა აქვთ და დიდი მიზნები ამოძრავებთ, რაც ძალიან მახარებს, რაც უფრო მეტი შეძლებული გუნდი იქნება ჩემპიონატში ეს ქართული ფეხბურთისთვის კარგი იქნება. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი და სასიხარულოა,რომ ჩვენც ამ ზეიმის თანამონაწილეები ვიყავით.“скачать dle 11.3