სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

სამგურალი მერანს ისევ დაუზავდა

23-07-2018, 13:47
სამგურალი მერანს ისევ დაუზავდა
სამგურალი–მერანი 1:1

22.07.2018. წყალტუბო ,,26 მაისი"

⚽0:1 ხინთიბიძე (21.პენ), 1:1 ჩიხლაძე (66)
გაფრთხილება: საღრიშვილი, ჭანტურია

წყალტუბოს ,,სამგურალი" ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდმა დღეს ამხანაგურ შეხვედრაში მარტვილის ,,მერანს" უმასპინძლა. სპარინგ–მატჩი ფრე 1:1 დასრულდა. 21–ე წუთზე ნიკოლოზ ხინთიბიძემ თერთმეტმეტრიანით სტუმრები დააწინაურა. წყალტუბოელებმა წონასწორობა 66–ე წუთზე აღადგინეს, თენგიზ ბრეგვაძის გადაცემის შემდეგ ანგარიში ლაშა ჩიხლაძემ გაათანაბრა. არაერთი მომენტის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდები მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც ფრეს დასჯერდნენ. ,,სამგურალსა" და ,,მერანს" შორის სპარინგ–მატჩი ოთხი დღის წინაც გაიმართა და ის შეხვედრა 2:2 დასრულდა.
მორიგ ამხანაგურ მატჩს ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდი 26 ივლისს წყალტუბოში ლანჩხუთის ,,გურიას" წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 11.3