წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა 2 –ის 23–ე ტურში ზუგდიდის ,,ზუგდიდი“ 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთი პოზიციით დაწინაურდა. წყალტუბოელებმა ,,გაგრას“ გადაუსწრეს და მე–4 ადგილზე გადაინაცვლეს.
ზედიზედ ორი მოგების შემდეგ წყალტუბოს ,,სამგურალს’’ სატურნირო ცხრილში დაწინაურების შანსი მიეცა, მაგრამ ლიგა 2 –ის 21–ე ტურში სტუმრად ლანჩხუთის ,,გურიასთან’’ 0:1 დამარცხდა და 34 ქულით კვლავ მე–5 ადგილზე რჩება.
წყალტუბოს ,,სამგურალმა“ გათამაშების ერთ–ერთ ლიდერს რუსთავის ,,რუსთავს“ მარტვილში უმასპინძლა და რთულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. რუსთაველებს მე–6 ტურის შემდეგ, რაც მარტვილის ,,მერანთან“ დათმეს შეხვედრა (1:2) ჩემპიონატში მარცხი აღარ განუცდიათ და მათ 13 მატჩიან წაუგებელ სერიას წერტილი სწორედ გია გიგატაძის გუნდმა დაუსვა.