ერთი ნაბიჯით უკან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ერთი ნაბიჯით უკან
  • ერთი ნაბიჯით უკან
    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,ვიტ ჯორჯია“ თბილისი 0:1
    27.09. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“
    0:1 ზურაბ ღირდალაძე (10)

    ეროვნული ლიგა–2–ის 28–ე ტური წყალტუბოს ,,სამგურალისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. გია გიგატაძის გუნდი მარტვილში ,,ვიტ ჯორჯიასთან“ 0:1 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე–5 ადგილი ვეტერინარებს ,,დაუთმო". მატჩის ერთადერთი გოლი მე–10 წუთზე ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა, რომელიც თანაგუნდელის გამჭოლ გადაცემას მეკარის ბაქანთან დაუხვდა და ახლო მანძილიდან იხეირა. გაშვებული გოლის შემდეგ წყალტუბოელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტები თითებზე ჩამოსათვლელი შეიქმნა. ყველაზე კარგი შანსები ზაურ გოგუაძეს და ნიკა შალამბერიძეს ჰქონდათ, მაგრამ ვეტერინართა მეკარე ჯონი შეროზიამ აკრობატულ ნახტომში მოიგერია მათი დარტყმები.
    მეორე ტაიმში კიდევ უფრო რთული გახდა თბილისელთა კართან მოახლოება. წყალტუბოელების შეტევებს სიმწვავე აშკარად აკლდა. მიუხედავად ამისა, ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მაინც იყო, თუმცა, 84–ე წუთზე ბექა ბიბილაშვილის თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია. ვეტერინარები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და დროის გაყვანის ტაქტიკას იყენებდნენ. ორჯერ წყალტუბოელების კარის ბადეც შეარხიეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მსაჯებმა სამართლიანად თამაშგარე დააფიქსირეს.
    ,,ვიტ ჯორჯიასთან“ მარცხის შემდეგ ,,სამგურალი“ სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე–6 ადგილზეა და მესამე ადგილზე მყოფ ,,სიონს“ 5 ქულით ჩამორჩება.
    მომდევნო შეხვედრას წყალტუბოელები 1 ოქტომბერს სტუმრად რუსთავის ,,რუსთავთან“ გამართავენ. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

    სამგურალი: ნუცუბიძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, ბანძელაძე, ენდელაძე, შალამბერიძე (61.გოგიჩაიშვილი), გოგუაძე, ბრეგვაძე, ჯიმშელეიშვილი (46.ფანცხავა), დ.ჩიხლაძე, ჩხეტიანი (69.ციცხვაია)
    სათათადარიგოები: კუჭუხიძე, ჩავჩიძე, ა.ფანცხავა, კილაძე
    მთ.მწვრთნელი: გია გიგატაძე

    ვიტ ჯორჯია: შეროზია, საჯაია, დავლაშელიძე (56.გურეშიძე), ჩაკვეტაძე, მუხულიშვილი, ექტვთიმიშვილი, გ.გურეშიძე (61.ვეკუა), ჩიტიშვილი, ბ.კაკუშაძე (81.კახაბრიშვილი), კამლაძე, ღირდალაძე
    სათადარიგოები: ქავთარაძე, დანელია, ვაზაგაშვილი, ღუდუშაური
    მთ.მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
    გაფრთხილება: ბრეგვაძე (26), ვეკუა (85)
    არბიტრი: გიორგი ავაზაშვილიскачать dle 11.3