მოგება რთულ პირობებში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მოგება რთულ პირობებში
  • მოგება რთულ პირობებში
    ძალიან რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუხდა ,,სამგურალს“ დღევანდელი შეხვედრის ჩატარება, რომელშიც გია გიგატაძის გუნდი სტუმრად ზუგდიდის ,,ზუგდიდს“ ეთამაშებოდა. შეხვედრის დაწყებამდე კოკისპირული წვიმა წამოვიდა და მთელი მატჩის განმავლობაში არ გადაუღია. ზედა ეწერის სტადიონზე გუბეები გაჩნდა და ამან ფეხბურთელებს საქმე ძალიან გაურთულა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, მოედანზე დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა, საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა, წყალტუბოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის ერთადერთი გოლი 34–ე წუთზე გავიდა. თენგიზ ბრეგვაძის საჯარიმო დარტყმა ძელმა უკუაგდო, თუმცა წყალტუბოელებმა ბურთი შეინარჩუნეს და შეტევა გააგრძელეს, ბანძელაძის დარტყმის შემდეგ ირაკლი ჟვანიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, რამაც მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ამის შემდეგ ორივე კართან არაერთხელ დაიძაბა ვითარება, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ,,სამგურალმა“ ზუგდიდიდან 3 ქულა წამოიღო.

    ზუგდიდი – სამგურალი 1:0
    0:1 ჟვანია (34.ს.კ.)
    23.05. ზედა ეწერი. ცენტრალური. ეროვნული ლიგა 2 XIV ტური
    ზუგდიდი: მამინაშვილი, თ. აკობია, ლ.აკობია, მალანია, გაბედავა (ძაძუა 54), ხუბუა, ნ.ქირია (კუკავა 72), ლაშხია, ჟვანია (დ.ქირია 46), სამუშია, გულია
    სათადარიგოები: ჯომიდავა, გოლუბკა, ბუკია, ჭკადუა
    მწვრთნელი: მამუკა ჭაჭუა

    სამგურალი: კუპატაძე, ბანძელაძე (ფანცხავა 89), ნერგაძე, კილაძე, ენდელაძე, კაკუშაძე, ბრეგვაძე (ციცხვაია 74), შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი (დ.ჩიხლაძე 90+2), ხარაბაძე, ჩხეტიანი
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ჯღამაია, ჩავჩიძე, ნაცვლიშვილი
    მწვრთნელი: გია გიგატაძე
    გფრთხილება: კილაძე (16), ციცხვაია (75), ლაშხია (84)
    გაძევება: ხუბუა (92)
    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილიскачать dle 11.3