მარცხი განახევრებული შემადგენლობით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მარცხი განახევრებული შემადგენლობით
  • მარცხი განახევრებული შემადგენლობით

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურში სტუმრად რუსთავის ,,რუსთავს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. წყალტუბოელებმა ,,რუსთავთან“ განახევრებული შემადგენლობით ითამაშეს. ტრავმების გამო ,,სამგურალს“ გიორგი ნერგაძე, თენგიზ ბრეგვაძე და თორნიკე ჯიმშელეიშვილი ვერ დაეხმარნენ. შეხვედრის წინ შეუძლოდ გახდა მეკარე დავით კუპატაძე და რუსთაველებთან თამაში მანაც ვერ შეძლო. გარდაცამისა, დისკვალიფიკაციის გამო შეხვედარს ტოვებდა ივანე კილაძეც. გია გიგატაძეს ამდენი დანაკლისის ფონზე დაცვის ხაზის მთლიანად გადახალისება მოუხდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. წყალტუბოელები თავიდან აქტიურად უტევდნენ, სახიფათოდ ურტყამდა ნიკა შალამბერიძე, თუმცა ბურთი მცველს მოხვდა ხელზე და კარში აღარ წავიდა. სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგტამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა. თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და ანგარიში სწრაფადვე გახსნეს- 12-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძის თავური დარტყმა მეკარე იორამ კუჭუხიძემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე პირველი ისევ ჩიმაკაძე გაჩნდა და ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია -1:0. მატჩის მეორე ნახევარში წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა შეცვლებს მიმართა, აქტიურად ჩაერთო თამაშში ბაქარ ლაღაძე, 79-ე წუთზე დემურ ჩიხლაძის კარგი გადაცემის შემდეგ ლაღაძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1 სამწუხაროდ, წყალტუბოელების სიხარული მხოლოდ 2 წუთს გაგრძელდა. 82-ე წუთზე ჯარიმოდან რატი ცაწკრიალაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბესიკ ჩიმაკაძემ ზუსტი თავური დარტყმით კვლავ ,,რუსთავი“ დააწინაურა-2:1. გოლის შემდეგ რუსთაველებს ორი რეალური მომენტი ჰქონდათ, გოჩა ხოჯავას გადაცემის შემდეგ დათა სიჭინავა ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ ააცილა. ჩიმაკაძის დარტყმა კი ძელს მოხვდა. წყალტუბოელები თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, ბოლო წამებზე ახლოსაც იყვნენ მიზანთან, მაგრამ ლაშა ჯღამაის დარტყმის შემდეგ ,,რუსთავი“ გოლისგან მეკარე მიხეილ ალავიძემ იხსნა. 11 ტურის შემდეგ ,,სამგურალი" 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა და 2 ქულით უსწრებს უახლოეს მდევად ,,ვიტ ჯორჯიას" , რომელიც 10 მაისს ლიგის აუტაიდერ ,,ზუგდიდს" მასპინძლობს.

    ,,რუსთავი“ რუსთავი -,,სამგურალი“ წყალტუბო 2:1

    გოლები: 1:0 ჩიმაკაძე (12), 1:1 ლაღაძე (79), 2:1 ჩიმაკაძე (82)

    რუსთავი: ალავიძე, ნარიმანიძე, კილასონია (ხოჯავა 67), გაფრინდაშვილი, ვასაძე, მინდორაშვილი, ლობჯანიძე (ქათამაძე 46), ცაცკრიალაშვილი (ციცქიშვილი 85), ჩიმაკაძე, ბრაჭული, სიჭინავა

    სათადარიგოები: მერლანი, ე.კილაძე, აფაქიძე, გოცაძე

    მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

    სამგურალი: კუჭუხიძე, შალამბერიძე, ბიბილაშვილი, ბანძელაძე, ენდელაძე, ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი, ზ.ფანცხავა (ლ.ჩიხლაძე), ციცხვაია (ლაღაძე 46), დ.ჩიხლაძე (ჯღამაია 88), ჩხეტიანი

    სათადარიგოები: კუპატაძე, ალ.ფანცხავა, ნაცვლიშვილი

    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: ნარიმანიძე (4), ბრაჭული (57)

    არბიტრი:ჯენერი ხორავა (ხობი)скачать dle 11.3