დროული რევანში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დროული რევანში
  • დროული რევანში

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა 2–ის მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო. წყალტუბოელებმა ძალზედ დაძაბულ შეხვედრაში ,,ვიტ ჯორჯია“ 1:0 დაამარცხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

    ჩემპიონატში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ,,სამგურალს“ უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. მორიგი წარუმატებლობა გუნდს არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდებდა – როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ,,სამგურალს“ მატჩამდე საკადრო პრობლემები შეექმნა, სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს გიორგი ნერგაძე, თენგიზ ბრეგვაძე, ლაშა ჯღამაია და თორნიკე ჯიმშელეიშვილი აკლდათ. გაგა ჩხეტიანს კი წინა დღეებში ტემპერატურა ჰქონდა და მხოლოდ მატჩის მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში.

    გარდა იმისა, რომ ,,სამგურალს“ სატურნირო მდგომარეობა ჰქონდა გასაუმჯობესებელი, ,,ვიტ ჯორჯიასთან“ რევანშიც მართებდა. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ტურის მატჩი ვეტერინარების სოლიდური გამარჯვებით 3:0 დასრულდა. წყალტუბოელებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ ეს ანგარიში ძალთა თანაფარდობას არ ასახავდა.

    ნომინალურმა მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, 8–ე წუთზე დავით ციცხვაიამ სახიფათოდ დაარტყა სტუმართა კარში, მაგრამ ბურთი მეკარე ბესიკ შეროზიამ მოიგერია. ცოტა ხანში ისევ ციცხვაია მოექცა ყურადღების ცენტრში, ბაქარ ლარაძის კუთხურის შემდეგ იგი თავით ურტყამდა სახიფათოდ, ბურთი მიწიდან ასხლეტით წავიდა კარისკენ, მაგრამ სამიზნეს ოდნავ ასცდა. თანდათან ინიციატივა თბილისელების მხარეს გადავიდა, ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და შეტევებს ამზადებდნენ, 19–ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილის სახიფათო დარტყმა ასცდა მიზანს. ვიტელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტების მხრივ უპირატესობა ,,სამგურალს“ ჰქონდა. 27–ე წუთზე ლაღაძის სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე ციცხვაიამ სტუმართა კარის ბადე კი შეარხია, მაგრამ მსაჯმა მანამდე თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. სამიოდე წუთში უშანგი ბანძელაძის გადაცემის შემდეგ კვლავ ლაღაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი კარს ასცდა. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და მომენტი– მომენტზე იქმნებოდა. 33–ე წუთზე პაატა ღუდუშაურის დარტყმა კუპატაძემ მოიგერია, მასპინძლებმა ნიკა შალამბერიძის სახიფათო თავურით უპასუხეს, მაგრამ შეროზიაც დამაჯერებლად გაისარჯა. 34–ე წუთზე ღირდალაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ გაისროლა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. 38–წუთზე აშკარა გოლს გადავურჩით, სტუმართა სწრაფ კონტრშეტევას ზურაბ ღირდალაძე აგვირგვინებდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. წყალტუბოელთა საპასუხო შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. ლაღაძის აქტიურობისა და გადაცემის შემდეგ ციცხვაიამ საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა, მცველებს აჯობა და ზუსტი დარტყმით ,,სამგურალი“ დააწინაურა –1:0 თბილისელები ანგარიშის გათანაბრებას სწრაფადვე შეეცადნენ, სახიფათოდ ურტყამდა გურამ გურეშიძე, მაგრამ კუპატაძე დამაჯერებლად გაისარჯა.

    მატჩის მეორე ნახევარში თბილისელები ბევრს უტევდნენ, წყალტუბოელები კი მეორე ნომრად ამჯობინებდნენ თამაშს და აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებდნენ, დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად ვეტერინარები რეალური საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ, იმერლები ვაჟკაცურად იბრძოდნენ და სტუმართა იერიშებს უმკლავდებოდნენ. ეგ კი არა, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ,,სამგურალს“ აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდა, ვა ბანკზე წასულ თბილისელებს მასპინძლების სწრაფიკონტრშეტევა გამოეპარათ, ლაღაძის სოლორეიდის შემდეგ კარში შალამბერიძე ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა სტუმართა კარს. დაძაბულობა მატჩის ბოლო წამამდე შენარჩუნდა, თუმცა, საბოლოოდ ,,სამგურალმა“ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და 16 ქულით მე–5 ადგილზე გადაინაცვლა. მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 9 მაისს რუსთავში, ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,ვიტ ჯორჯია“ თბილისი 1:0

    05.05. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“

    გოლი: 1:0 ციცხვაია (39.ლაღაძის პასით)

    სამგურალი: კუპატაძე, კაკუშაძე (ზ.ფანცხავა) , კილაძე, ბიბილაშვილი (კაპ), ენდელაძე, შალამბერიძე, ხარაბაძე, ბანძელაძე, გოგიჩაიშვილი (დ.ჩიხლაძე 90+3), ლაღაძე, ციცხვაია (ჩხეტიანი 53)

    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ლიპარტელიანი, ნაცვლიშვილი;

    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, გურამ გურეშიძე (კაპ), ღუდუშაური, ვაზაგაშვილი (კახაბრიშვილი 66), ღირდალაძე, ექვთიმიშვილი (გურეშიძე 46), ჩიტიშვილი, საჯაია (კამლაძე 88), დავლაშელიძე

    სათადარიგოები: ისერგიშვილი, სეხნიაშვილი, ა.ჩაკვეტაძე

    მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

    გაფრთხილება: კილაძე (51), ღუდუშაური (71), შალამბერიძე (74), მუხულიშვილი (90)

    არბიტრი: ლაშა სილაგავაскачать dle 11.3