მარცხით დასრულებული პირველი წრე » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 ნოემბერი, 14:00
სამგურალი
ლოკომოტივი
წინა მატჩი
7 ნოემბერი, 14:00
სამტრედია1
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
მარცხით დასრულებული პირველი წრე
  • მარცხით დასრულებული პირველი წრე
    წყალტუბოს ,,სამგურალი" ეროვნული ლიგა 2 ის მე-9 ტურში ბოლნისის ,,სიონს" დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში 2:4 დამარცხდა. მატჩის დებიუტში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. 2--ე წუთზე წყალტუბოელთა კარს ლაშა მანაგაძე დაემუქრა, მაგრამ მისი დარტყმა კარს ასცდა. საპასუხოდ, კუთხურის შემდეგ თავით ძალზედ სახიფათოდ ურტყამდა გაგა ჩხეტიანი, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს. 11-ე წუთზე კვლავ ბოლნისელები მოექცნენ ყურადღების ცენტრში და შეტევა შედეგიანად დააგვირგვინეს. მანაგაძის კარგი გადაცემის შემდეგ დავით კუპატაძის კარი გამოცდილმა გოლეადორმა ჯაბა დვალმა დალაშქრა. დავასწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ დვალი დღევანდელ შეხვედრაში შეუჩერებელი იყო, ბოლნისელთა ფორვარდმა საბოლოოდ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალი" გააქტიურდა, კარში სახიფათოდ ურტყამდნენ თორნიკე ჯიმშელეიშვილი, გაგა ჩხეტიანი და ნიკა შალამბერიძე, თენგიზ ბრეგვაძის გამჭოლ გადაცემას კი მეკარის ბაქანთან ლაღაძემ ვერ მიუსწრო. 31-ე წუთზე გაგა ჩხეტიანის დარტყმის შემდეგ ბოლნისელები ძელმა იხსნა. წყალტუბოელებს გარჯა დაუფასდათ და 36-ე წუთზე ბაქარ ლაღაძემ ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. გია გიგატაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა და წყალტუბოელების თამაშმა ,,სამგურალის" გულშემატკივრები იმედიანად განაწყო. თუმცა, საწმუხაროდ, პირიქით მოხდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბრეგვაძის და შალამბერიძის სახიფათო დარტყმების შემდეგ ნომინალურმა მასპინძლებმა ტემპი ვერ შეინარჩუნეს და ინიციატივა დათმეს. 63-ე წუთზე ჯაბა დვალმა საჯარიმოს გარედან ოსტატურად დაარტყა და ლამაზი გოლით ,,სიონი" ისევ წინ გაიყვანა. ცოტა ხანში ლაღაძეს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მისი დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 73-ე წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ დიდებულად შესასრულა საჯარიმო დარტყმა და ,,სიონის" უპირატესობა სოლიდური გახადა. ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად ,,სამგურალი" ბოლომდე იბრძოდა, 82-ე წუთზე ბრეგვაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაგა ჩხეტიანმა გოლად აქცია და საკუთარ გუნდს ქულის გადარჩენის შანსი დაუბრუნა. სხვათა შორის, ამ ეპიზოდში არბიტრმა სტუმართა მეკარე თორნიკე ზარქუა აშკარად დაინდო და მხოოდ ყვითელი ბარათი აკმარა... ,,სამგურალი" ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, მაგრამ ბოლნისელებმა შეტევაში მთელი ძალებით წასული მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს, ჯაბა დვალმა ჰეთ თრიკი გაიფორმა, ,,სიონმა" კი ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა- 4:2
    ,,სამგუარლისთვის" ეს ერთი კვირა მართლაც რომ რთული გამოდგა. ჯერ იყო და ,,მერანთან" დამარცხდა 0:4,შემდეგ თასის მერვედფინალში თბილისის ,,დინამოსთან" დათმო შეხვედრა 0:2, ამჯერად კი პირველი წრის ბოლო მატჩიც წარუმატებელი გამოდგა. იმედია, წყალტუბოელები წარუმატებოლბას მალე დაივიწყებენ და სატურნირო ცხრილში დაკარგულ პოზიციებს დაიბრუნებენ. მომდევნო შეხვედრას ,,სამგურაალი" მასპინძლის სტატუსით ,,ვიტ ჯორჯიასთან" გამართავს, შეხვედრა 5 მაისს, მარტვილში ,,მურთაზ ხურცილავაზე" 17:00 საათზე დაიწყება.

    ,,სამგურალი" - ,,სიონი" 2:4

    30.04. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა"

    გოლები: 0:1 დვალი (10), 1:1 ლაღაძე(36), 1:2 დვალი (63), 1:3 კოშკაძე (73), 2:3 ჩხეტიანი (82.პენ), 2:4 დვალი (88)

    სამგურალი: კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე (კილაძე 35), ბიბილაშვილი (კაპ), ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი (ციცხვაია 76), შალამბერიძე, ბრეგვაძე (ბანძელაძე 70), ჩხეტიანი, ლაღაძე

    სათადარიგოები:კუჭუხიძე, დ.ჩიხლაძე, ზ.ენდელაძე, ჯღამაია

    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    სიონი: ზარქუა, ნემსაძე, ჯაფიაშვილი, კირკიტაძე, თევზაძე (სვანიძე 46), კოუოკო (ყურაშვილი 57), კოშკაძე, უგულავა, მანაგაძე, დვალი (კაპ), გურეშიძე (სიხარულია 39)

    სათადარიგო: მაქაცარია, ჭეიშვილი, ლილუაშვილი, აღდგომელაშვილი

    მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

    გაფრთხილება:ნემსაძე (40), კოუაკო (43), სიხარულია (45+1), ზარქუა (81)

    მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილიскачать dle 11.3