,,სამგურალმა“ ,,დინამოს" ბარიერი ვერ გადალახა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 ნოემბერი, 14:00
სამგურალი
ლოკომოტივი
წინა მატჩი
7 ნოემბერი, 14:00
სამტრედია1
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
,,სამგურალმა“ ,,დინამოს" ბარიერი ვერ გადალახა
  • ,,სამგურალი“ წყალტუბო - ,,დინამო“ თბილისი 0:2
    26.04. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა. საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალი
    გოლები: 0:1 მიქელთაძე (31), 0:2 არაბული (52.პენ)

    საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური შეხვედრაში წყალტუბოს ,,სამგურალი“ მარტვილში მასპინძლის სტატუსით ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდსა და ეროვნული ლიგის ლიდერს თბილისის ,,დინამოს" დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, წყალტუბოელებმა შეხვედრა 0:2 დათმეს და თასის გათამაშებას გამოეთიშნენ.
    არადა, საწყის წუთებში ,,სამგურალი" საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ზედიზედ სამი სახიფათო მომეტი შექმნა. მე-3 წუთზე ლაშა ჯრამაიამ საჯარიმოს გარედან დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა. 10-ე წუთზე თორნიკე კაკუშაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ისევ ჯღამაია დაემუქრა სერგეი ლიტოვჩენკოს კარს, მაგრამ დარტყმა კვლავ უზუსტო გამოდგა. ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა თენგიზ ბრეგვაძეს, რომელიც სისწრაფის ხარჯზე მცველებს გასცდადა კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთი ლიტოვჩენკომ მოიგერია. თანაბარი 20 წუთიანი მონაკვეთის შემდეგ ინიციატივა დინამოელების მხარეს გადავიდა, თბილისელები ბურთს აკონტროლებდნენ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ 31-ე წუთზე ,,დინამო“ ბექა მიქელთაძემ დააწინაურა. მატჩის მეორე ნახევარში წყალტუბოელებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს. 52-ე წუთზე კი ბაჩანა არაბულმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

    სამგურალი:კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, ჯიმშელეიშვილი, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი (61.დ.ჩიხლაძე), ბრეგვაძე, ხარაბაძე, ჯღამაია (46.ბანძელაძე), ციცხვაია (70.ლაღაძე)
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, , ლ.ჩიხლაძე, ენდელაძე, კილაძე
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, თოთაძე, გველესიანი, ქარდავა, მიქელთაძე, თევზაძე, პაპუნაშვილი (85.კუცია), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე (64.ზარია), არაბული (71.მესხი)
    სათადარიგოები: რევიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა
    მწვრთნელი: კახა კაჭარავა

    გაფრთხილება: ბრეგვაძე (41)
    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილიскачать dle 11.3