,სამგურალი“ ,,გაგრას“ დაუზავდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,სამგურალი“ ,,გაგრას“ დაუზავდა
  • ,,სამგურალი“ ,,გაგრას“ დაუზავდა

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა-2 ის მე-6 ტურის შეხვედრა სტუმრად ,,მცხეთა პარკზე“ ,,გაგრას“ წინააღმდეგ გამართა და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ფრე 0:0 ითამაშა. გაგრელებთან მოპოვებული ქულა წყალტუბოელთა აქტივში უნდა ჩაიწეროს, მით უმეტეს, როცა, თითქმის მთელი მეორე ტაიმი ,,სამგურალი“ 10 კაცით თამაშობდა და რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად მეტოქეს არაფერი დაუთმო. თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მთელი 90 წუთის განმავლობაში მოედანზე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. 49-ე წუთზე გაგა ჩხეტიანის გაძევების შემდეგ წყალტუბოელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა, ,,ყრუ დაცვაში“ ჩაჯდომა არ უფიქრიათ და მეტოქეს კონტრშეტევებით აწუხებდნენ. გაგრელები მეორე ტაიმის შუაწელიდან დაეუფლნენ უპირატესობას და ორი რეალური საგოლე შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მეკარე დავით კუპატაძემ ორივე შემთხვევაში იხსნა საკუთარი გუნდი. წყალტუბოელები გაგრელთა ბოლო შტურმასაც გაუმკლავდნენ და შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულეს.
    ,,გაგრა“ -,,სამგურალი“ 0:0
    08.04. ,,მცხეთა პარკი“. ეროვნული ლიგა-2; VI ტური
    გაგრა: გიორგი ნადირაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი (გიორგი ე.ტყეშელაშვილი 77), ნიკოლოზ ხინთიბიძე, გიორგი ქურდაძე (ლევან პაპავა 46), გიორგი კახიანი, ზვიად ქანთარია, გიორგი გეთიაშვილი, გიგა წურწუმია (ბექა კაკუშაძე 46), თორნიკე კიკნაძე, ლევან ქურდაძე C, ნიკოლოზ ჯიშკარიანი
    სათადარიგოები: რევაზ კარანაძე, გოჩა ცირდავა, გიორგი ჯგერენაია, გიგა სამხარაძე
    მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
    სამგურალი: დავით კუპატაძე, თორნიკე კაკუშაძე, გიორგი ნერგაძე C, გოგი გოგიჩაშვილი, გაგა ჩხეტიანი, უშანგი ბანძელაძე (ბექა ბიბილაშვილი 80), ლაშა ჯღამაია (ზურაბ ფანცხავა 67), თორნიკე ჯიმშელეიშვილი, ნიკა შალამბერიძე, ივანე კილაძე, დავით ციცხვაია (ბაქარ ლაღაძე 63)
    სათადარიგოები: იორამ კუჭუხიძე, ლევან ლიპარტელიანი, დემურ ჩიხლაძე, ზურაბ ენდელაძე
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე
    გაფრთხილება; კაკუშაძე (22), წურწუმია (31), კუპატაძე (90+1), კახიანი (90+3)
    გაძევება: ჩხეტიანი (49)
    მსაჯი: პ. მაჭარაძეскачать dle 11.3