დრამატული ბოლო წუთი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
8 დეკემბერი, 13:30
იბერია
სამგურალი
წინა მატჩი
1 დეკემბერი, 13:30
სამგურალი2
ტორპედო1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დრამატული ბოლო წუთი
  • დრამატული ბოლო წუთი

    ,,მეშახტე“ ტყიბული - ,,სამგურალი“ წყალტუბო 0:1

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა-2 ის მე-4 ტურის შეხვედრაში სტუმრად ,,მცხეთა პარკზე“ ტყიბულის ,,მეშახტე“ დაამარცხა. მართალია, სანახაობრივი მატჩი არ გამოვიდა, მაგრამ შეხვედრას დაძაბულობა და ემოციები არ აკლდა. განსაკუთრებით დრამატული მატჩის ბოლო წამები გამოდგა...
    მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთი მიმდინარეობდა, წყალტუბოელები მთელი ძალებით უტევდნენ, ნიკა შალამბერიძის ჩაწოდების შემდეგ, თენგიზ ბრეგვაძის თავური დარტყმა ჯერ მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი ძელმა და მცველებმა ერთობლივი ძალებით, თუმცა ბურთი ისევ სტუმრებს დარჩათ, ბანძელაძემ მეკარის ბაქნისკენ ჩაჰკიდა ბურთი, ტყიბულელთა მეკარე ანდრე ნონოსი, რომელმაც იქამდე რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი, გამოსვლაზე შეცდა და ბურთი პირდაპირ ბრეგვაძის მიმართულებით გადაუვარდა, წყალტუბოელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა კი გოლის გატანის შანსი ხელიდან არ გაუშვა და ,,სამგურალს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა. მატჩის შემდეგ წყალტუბოელი გულშემატკივრების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში საყვარელ გუნდს ენერგიულად ქომაგობდნენ და გამარჯვებაც ხმაურიანად აღნიშნეს.
    ... რომ არა უიღბლობა წყალტუბოელებს გოლამდეც არაერთხელ შეეძლოთ ნომინალური მასპინძლების დამწუხრება. პირველი საგოლე შანსი გია გიგატაძის შეგირდებს მე-6 წუთზე ჰქონდათ, როცა გაგა ჩხეტიანი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ნონოსმა გამოსვლაზე კარგად ითამაშა და ჩხეტიანს კარში არ დაარტყმევინა. ორიოდე წუთში მიზანთან ახლოს ბაქარ ლაღაძე იყო, წყალტუბოელთა სწრაფი კომბინაციის შედეგად ისიც მეკარესთან ერთი–ერთზე აღმოჩნდა, მაგრამ მასპინძელთა კიპერმა კვლავ იმარჯვა. 48-ე წუთზე ტყიბულელთა მეკარემ ივანე კილაძეს ძალზედ სახიფათო დარტყმა მოიგერია. ცოტა ხანში ბრეგვაძის სახიფათო გასროლა ასცდა მიზანს, 84-ე წუთზე კვლავ ბრეგვაძე იყო ახლოს მიზანთან, თუმცა, მისი დარტყმა კვლავ ნონოსმა მოიგერია. რაც შეეხებათ ტყიბულელებს, მათ პირველ ტაიმში ჰქონდათ გოლის გატანის ორი მცდელობა, ,,სამგურალის“ კარს ორივეჯერ ნიკა ჭკუასელი დაემუქრა, მისი პირველი დარტყმა სამიზნეს ასცდა, მეორე დარტყმისას კი მეკარე დავით კუპატაძემ ითამაშა დამაჯერებლად. მეორე ტაიმში, ნვანკოს დარტყმას თუ არ ჩავთვლით ,,მეშახტეს“ რეალური საგოლე მომენტი აღარ ჰქონია. ,,სამგურალისთვის“ დღევანდელი გამარჯვება სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო. ჩვენმა გუნდმა მე-8 დან მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა და ,,ზუგდიდთან“ მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

    31.03. მცხეთა. სტადიონი ,,მცხეთა პარკი“.
    გოლი: 0:1 თენგიზ ბრეგვაძე (93)
    ,,მეშახტე“: ნონოსი, ჭოხონელიძე, აფხაზავა, ხოსიტაშვილი, გვენეტაძე (კ) (ჩაფიძე 56), ჭკუასელი (ჩუბინიძე 83), კიკაბიძე, გედენიძე, ვეკუა, ნვანკო, ღონღაძე (ხუჭუა 65)
    სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, მჭედლიშვილი, კალაჯიშვილი
    მწვრთნელი: კახაბერ გოგიჩაიშვილი
    ,,სამგურალი“ : კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე (კ), ენდელაძე, კილაძე, ბრეგვაძე, გოგიჩაიშვილი, შალამბერიძე (ციცხვაია 90+3), ლაღაძე (ბანძელაძე 65), ჩიხლაძე (ლიპარტელიანი 76), ჩხეტიანი
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, ჯღამაია, ჯიმშელეიშვილი
    მწვრთნელი: გია გიგატაძე
    გაფრთხილება: კილაძე (30), ლიპარტელიანი (89)
    არბიტრი: გ.დოგრაშვილიскачать dle 11.3