დღეს წყალტუბოს ,,26 მაისის“ სტადიონზე საქართველოს 19 წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც წყალტუბოს ,,სამგურალი U19“ –მა ფოთის ,,კოლხეთი U19” დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. წყალტუბოელები 44–ე წუთზე ანზორ ცერცვაძემ დააწინაურა. მატჩის მეორე ნახევარში ავერიონ ყურაშვილმა ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 68–ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ,,სამგურალი U19” –ის გატეხვა ვერ მოახერხეს, ეგ კი არა, მატჩის 80–ე წუთზე გურამ ვარდანიძემ ფოთელები მეორედ დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
,,სამგურალი” U19 (წყალტუბო) - ,,კოლხეთი” U19 (ფოთი) 2:0
20.03. წყალტუბო. ,,26 მაისი“
გოლები: 1:0 ცერცვაძე (44), 2:0 ვარდანიძე (80)
სამგურალი U19: სვანიძე, კეკუტია, ნ.ქუთათელაძე (ნ.ქოიავა 88), ბელთაძე, ლოსაბერიძე, კინწურაშვილი, კალანდია, ყურაშვილი, ა.ქოიავა (შ.ქუთათელაძე 68), ცერცვაძე, ვარდანიძე (ჯინჭარაძე 85)
სათადარიგოები: ნიკოლაძე, კინწურაშვილი, ნიჟარაძე, ხურციძე
მწვრთნელი: რომან ჭუმბურიძე
კოლხეთი U19: ხოფერია, სანაია, გეგიძე, კოკაია, კვაჭანტირაძე, ლ.ხვიჩია, ვ.ხვიჩია (ფაჩულია 67), ნოდია, მახარაძე, შუბითიძე (ხურცილავა 60), ოკუჯავა (გვალია 46)
სათადარიგოები: შალიკაშვილი
მწვრთნელი: ზურაბ თოფურია
გაფრთხილება: სანაია (18), ლ.ხვიჩია (39), ყურაშვილი (67), ცერცვაძე (76)
გაძევება: ყურაშვილი (68)
არბიტრი: ილია ტუღუში
скачать dle 11.3