რთული მატჩი შედეგიანი დასასრულით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
რთული მატჩი შედეგიანი დასასრულით
  • რთული მატჩი შედეგიანი დასასრულით

    ჭიათურა - სამგურალი 1:4 (დ.დ) (ძირითადი დრო 1:1)
    დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/16ფინალი
    15.03.2007. ჭიათურა. სტადიონი: ,,თ.მაღრაძე“ : 1000 მაყურებელი

    გოლები: 0:1 კილაძე (60), 1:1 მოგელაძე (75), 1:2 დ.ჩიხლაძე (106), 1:3 ჩხეტიანი (110), 1:4 ლაღაძე (118)

    ჭიათურა: მწყერაშვილი, ბაბლიძე, გაფრინდაშვილი, გაგნიძე, ზ.ნადირაძე, მოგელაძე, თ.ნადირაძე,ზაქრაძე, ყანჩაშვილი (ჩიკვილაძე 70), მზევაშვილი (რამიშვილი57), სამყურაშვილი (ომანაძე 106)
    სათადარიგოები: მ.ქვილითაია, ცუცქირიძე, მარგველაშვილი, ჯანჯღავა
    მწვრთნელი: მიხეიილ კიპაროიძე

    სამგურალი: კუპატაძე, ენდელაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, ჯიმშელეიშვილი, გოგიჩაიშვილი, კილაძე, ბრეგვაძე (ლაღაძე 75), ჯღამაია (დ.ჩიხლაძე 83), უ.ბანძელაძე, ციცხვაია (ჩხეტიანი 65)
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, შალამბერიძე
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: თ.ნადირაძე (40), ენდელაძე (45), ზ.ნადირაძე (46), ჯღამია (61), მოგელიძე(79)
    მსაჯი: ლაშა სილაგავა


    წყალტუბოს ,,სამგურალი“ დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში გავიდა. წყალტუბოელებს 1/16 ფინალიდან ,,ჭიათურის“ ბარიერის გადასალახად დამატებითი დრო დასჭირდათ. ფრედ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, ოვერტაიმში გია გიგატაძის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და საბოლოოდ 4:1 გიმარჯვა. ცუდი ამინდისა და მოედნის არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად ,,თემურ მაღრაძეზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გუნდებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, სველი მოედნის საფარი და წყლით გაჟღენთილი ბურთი მათ პრობლემებს უქმნიდათ, ფეხბურთელები სწრაფი და კომბინაციური თმაშის ჩვენებას ვერ ახერხებდნენ. საწყისი 20 წუთის განმავლობაში ორივე გუნდი ფრთხილაად ირჯებოდა. შემდეგ ,,სმგურალის“ მცირეოდენი უპირატესობა გამოიკვეთა და წყალტუბოელები ზურაბ მწყერაშვილის კარს რამდენჯერმე დააემუქრნენ. 20-ე წუთზე გოგი გოგიჩაიშვილმა სჯარიმოს გარედან დააქუხა ძლიერად, მაგრამ ბურთი საკმაო მანძილით ასცდა კარს. 28-ე სტუმრებმა სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს, თუმცა თენგიზ ბრეგვაძის დარტყმა, რომელიც დღეს იუბილარი გახლავთ, მასპინძელთა მეკრემ მოიგერია. 36-ე წუთზე მზევაშვილის სჯარიმო დარტყმა ასცდა მიზანს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდები უფრო გააქტიურდნენ, განსაკუთრებით ეს სტუმრებზე ითქმის, 56-ე წუთზე ზურაბ ენდელაძის ძალზედ სახიფათო დარტყმა მწყერაშვილმა მოიგერია და საკუთრი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. თუმცა, წყალტუბოელთა მორიგი იერიშისას ჭიათურელთა კიპერი უძლური აღმოჩნდა... 60-ე წუთზე უშანგი ბანძელაძის ფანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ივანე კილაძემ თავით შეუცვალა მიმართულება და ,,სამგურალი” დააწინაურა. გოლის შემდეგ ვითარება დაიძაბა, შეხვედრა ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გაგა ჩხეტინი, მისი გადაცემის შემდეგ ბანძელაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ მცველმა განმუხტა მდგომარეობა. ცოტა ხანში თვად ჩხეტინი მოექცა ყურადღების ცენტრში, წყალტუბოელთა იერიშისას ჭიათურელთა მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ჩეტიანს გატანა შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში მასპინძლები ისევ მცველებმა იხსნეს. უქმად ჭიათურლებიც არ ყოფილან, ისინი დიდი შემართებით თამაშობდნენ და ამან შედეგიც გამოიღო. 75-ე წუთზე თანაგუნდელის ფლანგური გადაცემა თორნიკე მოგელაძემ მოხდენილი თავური დარტყმით დაგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა. რამდენიმე წუთში სტუმრები მეკარე დავით კუპატაძემ გადაარჩინა, რომელმაც ჭიათურელთა ურთულესი დარტყმა მოიგერია. გუნდების მცდელობის მიუხედავად ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო. პირველ ოვერტაიმში თენგიზ ჩიკვილაძეს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, მან წყალტუბოელთა საჯარიმოში ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა, ცრუმოძრააობით მცველები ჩამოიცილა, მაგრამ კუპატაძემ გატანა არ დაანება. წყალტუბოელები ამ ეპიზოდში აშკარა გოლს გადაურჩნენ. მეორე დამატებითი 15 წუთი კი მთლიანად გია გიგატაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა. გოლები შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გააიტანეს. 106- ე წუთზე ბანძელაძის გადაცემის შემდეგ თვი დემურ ჩიხლაძემ გმოიჩინა, რომელმაც წყალტუბოელები კვლავ წინ გაიყვანა. 110-ე წუთზე ჩიხლაძის დარტყმა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ იქვე დამატებაზე გაგა ჩხეტიანი აღმოჩნდა და ანგარიში 3:1 გახადა. მესამე გაშვებული გოლის შემდეგ ,,ჭიათურა“ ბოლომდე მოიშალა და ,,სამგურალმა“ მეტოქე კიედევ ერთი ბურთით დასაჯა, ჩხეტიანის გადაცემა ბაქარ ლაღაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.скачать dle 11.3