მასპინძლის სტატუსით მარტვილში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
28 მარტი, 19:00
სამგურალი
იბერია
წინა მატჩი
16 მარტი, 18:00
გაგრა0
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მასპინძლის სტატუსით მარტვილში
  • მასპინძლის სტატუსით მარტვილში
    სამგურალი VS რუსთავი
    10 მარტი, 15:00 საათი. მარტვილი. სტადიონი: ,,მურთაზ“ ხურცილავა

    10 მარტს წყალტუბოს ,,სამგურალი“ ეროვნული ლიგა–2–ის მეორე ტურში რუსთავის ,,რუსთავს“ უმასპინძლებს... უმასპინძლებსო ვამბობთ, მაგრამ ეს სტატუსი ჩვენს გუნდს მხოლოდ ფორმალურად აქვს. ჯერ–ჯერობით წყალტუბოს ,,26 მაისის“ სახელობის სტადიონზე ტრიბუნების გაკეთება ვერ მოხერხდა და ,,სამურალი“ ,,რუსთავს“ მარტვილში დაუხვდება. შეხვედრა ,,მურთაზ ხურცილავაზე“ 15:00 საათზე დაიწყება.
    მოგეხსენებათ, პირველ ტურში ,,სამგურალი“ მცხეთაში ,,ვიტ ჯორჯიასთან“ 0: 3 დამარცხდა. თუ ბოლო პერიოდის მატჩებს გავიხსენებთ, ეს ჩვენი გუნდის ერთ–ერთი ყველაზე სუსტი თამაში იყო. კარგი დასაწყისი არ გამოვიდა, მაგრამ მთელი სეზონი წინაა და ერთი თამაშით დასკვნების გამოტანა მართებული არ იქნება. ,,სამგურალი“ ,,რუსთავთან“ მატჩისთვის მთელი შემართებით ემზადება, ბიჭებს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მართებთ და დადებითი შედეგის მისაღწევად თავს არ დაზოგავენ. თავის მხრივ, ,,სამგურალის“ ფანკლუბი – ,,მედიკოსები“ მარტვილში სრული შემადგენლობით ჩასვლასა და გუნდის აქტიურ მხარდაჭერას აპირებს. წყალტუბოელებს ,,რუსთავთან“ ლაშა ჯღამაია და თენგიზ ბრეგვაძე შეემატებათ. ჯღამაიამ ,,ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, ბრეგვაძეს კი გრიპის ვირუსის გამო მოუწია უქმობა. ამჟამად, ორივე ფეხბურთელი მწყობრშია და მომავალი პაექრობისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
    რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ,,რუსთავი“ საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული გუნდია და ეროვნული ლიგა–1 ში გადასვლის ამბიცია აქვს. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა პირველ ტურში ლანჩხუთის ,,გურია“ მიიღეს და ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, საბოლოოდ, მეტოქე 3:1 დაამარცხეს. რუსთაველთა ლიდერი 27 წლის ნახევარმცველი დათა სიჭინავაა, რომელმაც ,,გურიასთან“ დუბლი შეასრულა.
    აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ გარდამავალ ჩემპიონატში ,,სამგურალი“ და ,,რუსთავი“ ერთ ჯგუფში იყვვნენ. გასული სეზონის პირველ შეხევდრაში წყალტუბოელები საკუთარ მოედანზე ქვემოქართლელებს 1:1 დაუზავდნენ. რუსთავში გარამთული მატჩი კი მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გარდამავალი ჩემპიონატის თეთრ ჯგუფში ,,რუსთავი“ და ,,სამგურალი“ შესაბამისად პირველ–მეორე ადგილებზე გავიდნენ და ეროვნული ლიგა–2 –ში თამაშის უფლება პლეი ოფის გარეშე მოიპოვეს.скачать dle 11.3