პატარა სასწაული ,,სამგურალი 2“ –ის შესრულებით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
28 მარტი, 19:00
სამგურალი
იბერია
წინა მატჩი
16 მარტი, 18:00
გაგრა0
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
პატარა სასწაული ,,სამგურალი 2“ –ის შესრულებით
  • პატარა სასწაული ,,სამგურალი 2“ –ის შესრულებით

    ,,სამგურალი 2“ წყალტუბო – ,,სულორი“ ვანი 5:2
    06.03.2017. წყალტუბო. სტადიონი: ,,26 მაისი“; საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების მეორე ეტაპი.

    გოლები: 0:1 გოგობერაშვილი (36), 1:1 ლიპარტელიანი (70), 2:1 ზ.ფანცხავა (73), 3:1 ლაშა ჩავჩიძე (79), 4:1 ბელექანია (81.ს.კ), 4:2 შენგელია (85), 5:2 ლ.ჩიხლაძე (88)

    ,,სამგურალი 2“: ბ.ფანცხავა (ნუცუბიძე 40), კაკუშაძე (ხვადაგიანი 89), ლეშკაშელი, ლუკა ჩავჩიძე, ნაცვლიშვილი, ა.ფანცხავა, კოპალიანი, ზ.ფანცხავა, ლიპარტელიანი, ლაშა ჩავჩიძე, ლ.ჩიხლაძე (ცერცვაძე 89)
    სათადარიგოები: ხვიჩია, ქუთათელაძე, დვალი, კოხრეიძე
    მწვრთნელი: ზვიად ქუთათელაძე

    ,,სულორი“: კახათელიძე, ბრეგვაძე, შენგელია, ბელექანია, გამრეკლიძე, გიორგობიანი (ძაგნიძე 87), სამსეიშვილი, გოგობერაშვილი (სუაბერიძე 78), ივანიაძე, როხვაძე, ღვიტიძე (მაღლაკელიძე 89)
    სათადარიგოები: ღვინიანიძე, ახვლედიანი, ჩახუნაშვილი, მამასახლისი
    მწვრთნელი: გიგა ნოკოლეიშვილი

    გაფრთხილება: შენგელია (2), როხვაძე (55), ლეშკაშელი (67), ბრეგვაძე (90)

    გაძევება: სამსეიშვილი (70), როხვაძე (83), ლაშა ჩავჩიძე (83)

    არბიტრი: ალიკა მესხი; ასისტენტები: ფელიქს ჭაავა, მანუჩარ ჭკადუა

    ,,სამგურალი 2“ –მა გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა. ზვიად ქუთათელაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ეტაპის მატჩში ფავორიტის სტატუსით მოთამაშე ვანის ,,სულორი“ დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც 11 მარტს საკუთარ მოედანზე გულრიფშის ,,კოლხს“ დაუპირისპირდება.
    დღევანდელი მატჩის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი, ,,სულორის“ ყოფილი ფეხბურთელის, გოგა თვალაბეიშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.
    წყალტუბოელებმა საწყისი წუთებიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, ლაშა ჩიხლაძეს ზედიზედ სამჯერ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გაუმართლა. უქმად ვანელებიც არ ყოფილან, ღვიტიძემ რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მის მცდელობებს გოლი არ მოჰყოლია. 36–ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, გიორგობიანის დარტყმა ბექა ფანცხავამ უხერხულად მოიგერია, გამოვარდნილი ბურთი ვანელებს დარჩათ და კობა გოგობერაშვილმა ზუსტი დარტყმით ,,სულორი“ წინ გაიყვანა.
    მატჩის მეორე ნახევარი მთლიანად წყალტუბოელების კარნახით წარიმართა. მასპინძლებმა მეტოქეს სწრაფი ტემპი შესთავაზეს, რისთვისაც ვანელები მზად არ აღმოჩნდნენ. ძალზედ აქტიურები იყვნენ ლევან ლიპარტელიანი და ზურაბ ფანცხავა, რომლებიც სტუმართა მცველებს მუდამ დაძაბულობაში ამყოფებდნენ. პირველ ჯერზე ლიპარტელიანის სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია, თუმცა მეორე ცდაზე ლიპარტელიანის გარჯა შედეგიანი გამოდგა, 70–ე წუთზე მან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა –1:1. ამ ეპიზოდისას დემურ სამსეიშვილს ნერვებმა უმტყუნა და არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წითელი ბარათი დაიმსახურა. 10 კაცით დარჩენილმა ,,სულორმა“ სამიოდე წუთში საკუთარ კარში მეორე ბურთი მიიღო. კაკუშაძის გადაცემის შემდეგ მასპინძლები ზურაბ ფანცხაცამ დააწინაურა 2:1; სამგურალის მიერ მოწყობილი 11 წუთიანი შოკი 79–ე წუთზე ლაშა ჩავჩიძის გოლით გაგრძელდა, ჩავჩიძეს ასისტენტობა ლაშა ჩიხლაძემ გაუწია, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან პარტნიორს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. მესამე გაშვებული გოლის შემდეგ ,,სულორი“ მთლიანად მოიშალა, 81–ე წუთზე ბექა ბელექანიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი– 4:1. სტუმარი გუნდის ფეხბურთელები ასეთ მარცხს ვერ შეეგუვნენ, მათ ნერვები ვერ მოთოკეს, 83–ე წუტზე მცირე შეხლა–შემოხლის შემდეგ არბიტრმა მოედნიდან ვანელი ამირან როხვაძე და წყალტუბოელი ლაშა ჩავჩიძე გააძევა. 85–ე წუთზე გიორგობიანის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარის ძელმა აისხლიტა, გამოვარდნილ ბურთთან პირველი ილია შენგელია გაჩნდა და ანგარიში შეამცირა 4:2. წყალტუბოელებმა სტატუს–კვო 89–ე წუთზე აღადგინეს. ჩიხლაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, წყალტუბოელთა შემტევის დარტყმა კახათელიძემ კი აიღო, მაგრამ მცველებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და ბურთი ისევ ჩიხლაძეს ,,დაუბრუნეს“ რომელმაც შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა–5:2скачать dle 11.3