,,სამგურალი" მცხეთაში დამარცხდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალი" მცხეთაში დამარცხდა
  • ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა-2 ,,ვიტ ჯორჯიასთან“ მარცხით დაიწყო

    ,,ვიტ ჯორჯია“ - ,,სამგურალი“ 3:0

    ეროვნული ლიგა-2. პირველი ტური
    04.03.2017 მცხეთა. სტადიონი: ,,მცხეთა პარკი“

    1:0 გურამ გურეშიძე (10), 2:0 ღირდალაძე (55), 3:0 დავლაშელიძე (76)

    ,,ვიტ ჯორჯია“: შეროზია, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე, ექვთიმიშვილი, გურამ გურეშიძე, დავლაშელიძე (მუხულიშვილი 83), ჭანკოტაძე (მოსიაშვილი 79), ღუდუშაური (კახაბრიშვილი 71), ღირდალაძე
    სათადარიგოები: ისერგიშვილი, კამლაძე, ვაზაგაშვილი, კვარაცხელია
    მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

    სამგურალი: კუპატაძე, კილაძე, ბიბილაშვილი, ნერგაძე, ჯიმშელეიშვილი, შალამბერიძე (ლაღაძე 46), გოგიჩაიშვილი, ხარაბაძე, ბანძელაძე, ციცხვაია (დ.ჩიხლაძე 46), ჩხეტიანი (ლ.ჩიხლაძე 85)
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ზ.ფანცხავა, ზ.ენდელაძე, კაკუშაძე
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: ექვთიმიშვილი (13), ბანძელაძე (58), დ.ჩიხლაძე (61), ხარაბაძე (82)

    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი
    ასისტენტები: ბორის ჟვანია, დავით კურტანიძე; სათადარიგო მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ეროვნული ლიგა-2-ის პირველ ტურში სტუმრად ,,ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა. თენგიზ კობიაშვილის გუნდი ჩვენი ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია და ლიგა-1-ში გადასვლის რეალური ამბიცია აქვს. ,,ვიტ ჯორჯიამ“ ჩემპიონატის დაწყებამდე ნაყოფიერი თურქული შეკრება გაიარა, სადაც უცხოურ გუნდებთან შესანიშნავი თამაში აჩვენა. თუნდაც, ,,აქტობესთან“ 5:0 მოგებული მატჩის გახსენება რად ღირს. ვიტელები წლებია ერთად ასპარეზობენ და კარგად არიან შეთამაშებული. წყალტუბოელთა რიგებში კი დღეს ერთბაშად 7-მა ახალწვეულმა ითამაშა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ,,სამგურალს“ პირველ ტურში მეტად რთული შეხვედრა ერგო. წყალტუბოელები პაექრობას დანაკლისით შეხვდნენ, გუნდს ტრავმის გამო ლაშა ჯღამაია ვერ დაეხმარა, რომელსაც შეტევების გამწვავება კარგად ეხერხება და გოლის გატანაც შეუძლია.
    შეხვედრის დაწყებამდე ტრადიციულად ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. თამაში კი წყალტუბოელთა ფანკლუბის ,,მედიკოსების“ ყიჟინის ფონზე დაიწყო. ,,სამგურალის“ ერთგულმა გულშემატკივრებმა ფერადი კვამლი გაუშვეს და სტადიონი ,,სამგურალის“ ლურჯ ფერებში გაახვიეს.
    გუნდებმა შეხვედრა აქტიურად დაწიყეს, მასპინძლებმა მეტოქეს სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთი შესთავაზეს. ,,სამგურალი“ მე-3 წუთზე აშკარა გოლს გადაურჩა, როცა გიორგი ჭანკოტაძის კუთხურის შემდეგ ალეკო ჩაკვეტაძემ თავური დარტყმით წყალტუბოელთა კარის ხარიხა შეაზანზარა. ვიტელებმა სწრაფი გოლის გატანა მაინც შეძლეს, მე-10 წუთზე გურამ გურეშიძემ საჯარიმოს რკლთან ახლოს მიიღო ბურთი და ყუმბარისებული დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. წყალტუბოელებს საპასუხო შეტევაში შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, გაგა ჩხეტიანი კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ მცველებმა ყურადღებით ითამაშეს და მდგომარეობა განმუხტეს. მე-20 წუთზე ბანძელაძემ იაქტიურა მარჯვენა ფლანგზე და საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, მარამ ჩხეტიანს თავური დარტყმა არ გამოუვიდა. შეხვერა თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა და ,,სამგურალს“ კვლავ მიეცა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა. 33-ე წუთზე თორნიკე ჯიმშელეიშვილის სახიფათო დარტყას მცველი გადაეღობა, დამატებაზე ისევ ჯიმშელეიშვილი ურტყამდა, მაგრამ ამჯერად მეკარემ შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება. 38-ე წუთზე მასპინძლებმა სწრაფი და ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, პაატა ღუდუშაურმა კარგად გაატარა ბურთი, დავლაშელიძემ კი საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. ამის შემდეგ ისევ წყალტუბოელთა ჯერი დადგა, 43-ე წუთზე ცოტნე ხარაბაძის ჩაწოდებულ ბურთს თავით დავით ციცხვაია აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა. შედარებით თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ,,ვიტ ჯორჯიამ“ მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით აქტიურად დაიწყო. მასპინძლები ბევრს მოძრაობდნენ და ბურთს მაღალ ტემპში ათამაშებდნენ, მათმა აგრესიულმა თამაშმა შედეგი მალევე გამოიღო, 55-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. მეორე გაშვებულმა ბუთმა სტუმრებზე ცუდად იმოქმედა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ მოხერხდა. ამასობაში კი ვიტელებმა მესამეჯერაც იხეირეს. 76-ე წუთზე დავლაშელიძემ კარგად მიიღო ბურთი და ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა-3:0 მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი" 10 მარტს ,,რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 11.3