,,სამგურალი 2" თასის მეორე ეტაპზე გავიდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალი 2" თასის მეორე ეტაპზე გავიდა
  • ,,სამგურალი 2" თასის მეორე ეტაპზე გავიდა

    ,,სამგურალი 2“ (წყალტუბო) – ,,იმერეთი 2“ (ხონი) 4:1
    დ.ყიფიანის სახელბის თასის შესარჩევი რაუნდის პირველი ეტაპი.
    02.03.2017. წყალტუბო. სტადიონი: ,,26 მაისი“

    გოლები: 1:0 ლიპარტელიანი (16), 2:0 ლიპარტელიანი (22.პენ), 3:0 ლუკა ჩავჩიძე (32), 4:0 ლაშა ჩავჩიძე (38), 4:1 უგულავა (84)

    ,,სამგურალი 2“: ბ.ფანცხავა, ლუკა ჩავჩიძე, ლეშკაშელი, ხვადაგიანი, ნაცვლიშვილი, ზ.ფანცხავა (დვალი 70), კოპალიანი (ხვიჩია 76), ა.ფანცხავა, ლაშა ჩავჩიძე, ლიპარტელიანი, ლ.ჩიხლაძე (ცერცვაძე 73)
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ღვაჩლიანი, ქუთათელაძე, კალანდია
    მწვრთნელები: ზვიად ქუთათელაძე, რომან ჭუმბურიძე, ალექსანდრე ღონღაძე

    ,,იმერეთი 2“: ფანცულაია, ვარდოსანიძე, კირთაძე, გაბელაია, ბურჯანაძე (ლილუაშვილი 76), ვაშაკიძე, კუხალაშვილი, სილაგაძე (ბაბუნაშვილი 57), გიორგბერიძე, მაჭარაძე (უგულავა 46), კილაძე
    სათადარიგო: ალავიძე
    მწვრთნელები: დავით გოდერიძე, გიორგი ხაზარაძე, დათო ფესტვენიძე

    მსაჯები: ტარიელ რუხაია, მიხეილ კუპატაძე, კობა სადილიანი

    საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის შესარჩევი რაუნდის პირველი ეტაპის მატჩში წყალტუბოს ,,სამგურალ-2"-მა ხონის ,,იმერეთი-2" 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. წყალტუბოელები მე–16 წუთზე ლევან ლიპარტელიანმა დააწინაურა. 22–ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით მან დუბლი გაიფორმა. 32–ე წუთზე ლუკა ჩავჩიძემ სამამდე გაზარდა ანგარიში. ხუთიოდე წუთში კი გატანილი გოლით თავი ლაშა ჩავჩიძემ გამოიჩინა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა–4:0; მატჩის მეორე ნახევარში სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, მათი შეტევა 84–ე წუთზე პაატა უგულავამ დააგვირგვინა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ზვიად ქუთათელაძის შეგირდებმა შეხვედრა სოლიდური ანგარიშით მოიგეს.

    თასის მეორე ეტაპზე ,,სამგურალი 2" - ის მეტოქე ვანის ,,სულორს" დაუპირისოირდება.скачать dle 11.3