გია გიგატაძე: ვიცოდით რა ლიგაში ვხვდებოდით და ამის დიდი სურვილი გვქონდა, ახალა კი ჩვენზეა დამოკიდებული, თავს როგორ გამოვიჩენთ ! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გია გიგატაძე: ვიცოდით რა ლიგაში ვხვდებოდით და ამის დიდი სურვილი გვქონდა, ახალა კი ჩვენზეა დამოკიდებული, თავს როგორ გამოვიჩენთ !
  • ინტერვიუ გია გიგატაძესთან



    გია გიგატაძე: ვიცოდით რა ლიგაში ვხვდებოდით და ამის დიდი სურვილი გვქონდა, ახალა კი ჩვენზეა დამოკიდებული თავს როგორ გამოვიჩენთ !

    ორიოდე დღეში ახალი საფეხბურთო მარათონი აიღებს სტარტს. წყალტუბოს ,,სამგურალი“ რანგით მეორე ლიგას სტუმრად ,,ვიტ ჯორჯიასთან“ მატჩით იწყებს. წყალტუბოელები ჩემპიონატს განახლებული შემადგენლობითა და დიდი იმედებით ხვდებიან. როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა პერიოდმა და რა მიზნები ექნება გუნდს დამდეგ ჩემპიონატში, ამის თაობაზე ,,სამგურალის“ მთავარ მწვრთნელს, გია გიგატაძეს ვესაუბრეთ.
    სანამ, ინტერვიუზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვა ჩვენს რესპოდენტზე ვთქვათ. გია გიგატაძე ,,პროლიგა 2“ –ში ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული მწვრთნელია. სამწვრთნელო კარიერა წყალტუბოს ,,სამგურალის“ თავკაცის რანგში დაიწყო, შემდეგ იყო ქუთაისის ,,ტორპედოში“ გატარებული წარმატებული პერიოდი. 2009-10 წლების სეზონში გიგატაძის ხელმძღვანელობით ''ტორპედომ'' პირველ ლიგა მოიგო, მომდევნო სეზონში კი საქართველოს თასის ფინალში ითამაშა. 2014 წელს გიგატაძე გორის ,,დილაში“ დაინიშნა, შემდეგ ტყიბულის ,,მეშახტეში“ მუშაობდა. 2016 წელს ,,სამგურალში“ დაბრუნდა და წყალტუბოელებს ,,პროლიგა 2“ –ის საგზური მოაპოვებინა.

    – როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა და რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მომზადების დონით?

    – შეკრება წყალტუბოში გავიარეთ. სამწუხაროდ, ცუდმა ამინდებმა და დიდთოვლობამ ჩვენს გეგმებში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ქუთაისის ,,ტორპედოსთან“, ქობულეთის ,,შუქურასთან“ და ხობის ,,კოლხეთთან“ დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, უხვი ნალექის გამო ვერ გავმართეთ. რა თმქა უნდა, ეს ჩვენს წისქვილზე არ ასხამს წყალს. ფინანსებიდან გამომდინარე, შეკრების გასავლელად სადმე წასვლის ფუფუნებას მოკლებული ვართ. ასეთ ვითარებაში სამი ამხანაგური შეხვედრის ჩაშლამ, ცოტა არ იყოს, უკან დაგვხია. 10 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და ფაქტობრივად, ხელთავიდან მოგვიხდა გუნდის ჩამოყალიბება.

    –თუმცა, ,,სამგურალმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ექვსი საკონტროლო შეხვედრის გამართვა მაინც მოახერხა და თავი არც ერთში არ შეურცხვენია.კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით?

    – დიდი მადლობა მინდა ვუთხრა წყალტუბოს სპორტის სასახლისა და სასტუმრო ,,წყალტუბო პლაზას” ხელმძღვანელებს, რომლებიც შეკრების დროს გვერდში დაგვიდგნენ. ცუდ ამინდებში სპორტის სასახლეში ვვარჯიშობდით. ,,წყალტუბო პლაზამ“ კი სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო ფიტნეს დარბაზი, სადაც გუნდი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობდა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის ,,ტორპედოს“ თავკაცებს, რომლებმაც ამხანაგური მატჩებისთვის ბაზა დაგვითმეს და ორი შეხვედრა (ფოთის ,,კოლხეთთან“ და ზესტაფონის ,,მარგვეთთან“) ,,ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე გავმართეთ. რაც შეხება უშუალოდ საკონტროლო მატჩებს, სიმართლე გითხრათ, შედეგებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის ეს პაექრობები სხვა მხრივ უფრო მნიშვნელოვანი იყო. დავინახეთ თუ რა ნაკლია გამოსასწორებელი და რა კომპონენტებში გვჭირდება მომატება. საიდუმლო არ არის, რომ გამოსასწორებელი ძალიან ბევრი გვაქვს. პრობლემები გვქონდა საგოლე მომენტების რეალიზაციის მხრივ, თუმცა, ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ზოგ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა და შეკრებაზე გვიან შემოგვიერთდა.

    –რამდენად კმაყოფილი ხართ ,,სამგურალის“ შემადგენლობით. არის თუ არა გუნდი იმგვარად დაკომპლექტებული, როგორც თქვენ ისურვებდით?

    ––მწვრთნელებს ყოველთვის უკეთესის სურვილი გვაქვს, მაგრამ სადამდეც ფინანსებმა გაგვიშვა, გუნდიც იმის მიხედვით დავაკომპლექტეთ. ვინც გვინდოდა, ზოგი მოვიყვანეთ, ზოგიერთმა სხვა გუნდში არჩია თამაში. პირველ ორ ლიგაში დიდი კონკურენციაა და რომელი გუნდიც უკეთეს პირობებს უქმნის ფეხბურთელებს, ისინიც იქ ამჯობინებს თამაშს. წინ ძალიან რთული ჩემპიონატი გველის. თამაშები 8–9 თვე გრძელდება. მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, რომ ასეთ ხანგრძლივ მარათონს გავუძლოთ. ძირითად გუნდში 25–30 ფეხბურთელის ყოლის ფუფუნება არა გვაქვს, თუმცა, არსებული შემადგენლობით ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ამ მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ. სეზონის წინ დავიმატეთ გამოცდილი ფეხბურთელები, მათ უმრავლესობას მაღალ დონეზე აქვთ ნათამავები, ზოგი საქართველოს ჩემპიონია, ზოგიც თასის მფლობელი. ვფიქრობ, საერთო ჯამში გუნდი თანაბრად არის დაკომპლექტებული და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

    –გუნდთან ერთად შეკრება გაიარეს თორნიკე ბანძელაძემ და ლევან ყიფიანმა, თუმცა, შემდეგ ამ ფეხბურთელებმა გუნდი მოულოდელად დატოვეს და ხონის ,,იმერეთში“ გადავიდნენ. რა იყო მათი წასვლის მიზეზი?

    – ამ ბიჭების გაშვების სურვილი რომ გვქონოდა, თავიდანვე გავუშვებდით... ყიფიანთან და ბანძელაძესთან პირობებზე მოლაპარაკებული ვიყავით. ორივეს აქვს პოტენციალი და გვინდოდა, რომ უკეთ გამოეყენებინათ თავიანთი შესაძლებლობები. სხვა ფეხბურთელების მოყვანას არც ვფიქრობდით, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოვნახეთ საერთო ენა. ფეხბურთი არის კონკურენცია, ყოველ დღე უნდა ამტკიცო, რომ კარგი ფეხბურთელი ხარ და თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცე, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი რეგრესის გზაზე მიდის. ,,პროლიგა 2“–მა შარშანდელისგან განსხვავებული სტანდარტები მოითხოვა. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელების მიმართ უფრო მეტი მოთხოვნები გაგვიჩნდა, რაც სამწუხაროდ ზოგიერთმა სწორად ვერ გაიგო.

    ჩემპიონატს ,,ვიტ ჯორჯიასთან“გასვლითი შეხვედრით ვხსნით. რას იტყვით მომავალი მეტოქის შესახებ?

    – ვიტ ჯორჯია ,,ლიგა–1“ –ში გადასვლის პრეტენზიას აცხადებს და ამის რეალური პოტენციალიც აქვს. ტრადიციული და კარგად დაბალანსებული გუდია. ყოველ წელიწადს არ უწევს ახალი ფეხბურთელებით დაკომპლექტება. სეზონის მანძილზე მაქსიმუმ 2–3 ფეხბურთელს თუ შეელევიან და მათაც გაცილებით კარგ გუნდებში უშვებენ. ,,ვიტ ჯორჯიას“ ძირითადი ბირთვი წლებია ერთად თამაშობს და შეთამაშების მხრივაც არ აქვთ პრობლემები. საკუთარი სკოლა გააჩნიათ, საიდანაც ყოველ წელიწადს ნიჭიერი ახალგაზრდებით ძლიერდებიან. შემიძლია ვთქვა, რომ ,,ვიტ ჯორჯია“ ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია ჩვენს ლიგაში. საერთოდაც, ყველა გუნდთან რთული თამაში გველის, დაძაბულ ჩემპიონატს ველოდები, სადაც ადვილი თამაში არ იარსებებს. ასეთ ვითარებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას, გამოცდილებსა და გრძელ სათადარიგოთა სკამს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდები ტრავმებით არ დაზარალდნენ.

    წყლატუბოს სტადიონზე ჩემპიონატის დაწყებამდე ტრიბუნის დამონტაჟება ვერ ესწრება, რის გამოც ,,სამგურალი“ ,,რუსთავთან“ საშინაო შეხვედრას მარტვილში ჩაატარებს...

    –ინდივიდუალური სკამების დამონტაჟებას ცუდმა ამინდებმაც შეუშალა ხელი. ქალაქის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ 10 აპრილისთვის ტრიბუნები მზად იქნება და საკუთარ კედლებში თამაშის საშულება მოგვეცემა. ძალიან რთული კალნედარი გვაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ,,რუსთავს“ მარტვილში ვმასპინძლობთ, ფაქტობრივად ჩემპიონატს 4 გასვლითი მატჩით ვიწყებთ. რა თქმა უნდა, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაში გაცილებით კარგია, მით უმეტეს, როცა ყველანაირად გვერდით გვიდგანან და გვქომაგობენ, მაგრამ, საბრძოლველად ნებისმიერ ვითარებაში მზად ვართ. ამ ჩემპიონატში, გასვლით და სახლის მატჩებს არ ექნება დიდი მნიშვნელობა. ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ვიცოდით რა ლიგაში ვხვდებოდით და ამის დიდი სურვილიც გვქონდა, ახალა კი ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გამოვიჩენთ თავს.

    –როგორ ფიქრობთ, რა იქნება ,,სამგურალის“ ,,კოზირი" მომავალ ჩემპიონატში და რის ხარჯზე შეძლებს ჩვენი გუნდი მეტოქეებისთვის კონკურენციის გაწევას?
    –მონდომების ხარჯზე... რაც არ უნდა კარგი ფეხბურთელებით გვყავდეს გუნდი დაკომპლექტებული, თუ მონდომება არ იქნა, შედეგს ვერ მიაღწევ. მოედანზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ, მონდომების გარეშე თამაშს ვერავის ვაპატიებ. ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და რა გამოვა ამას მომავალი გვიჩნებეს.скачать dle 11.3