საბრძოლო ფრე მარტვილში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
საბრძოლო ფრე მარტვილში
  • საბრძოლო ფრე მარტვილში

    ,,მერანი“ მარტვილი –,,სამგურალი“ წყალტუბო 1:1
    (ამხანაგური მატჩი)

    25.02. მარტვილი. სტადიონი: ,,მურთაზ ხურცილავა“

    გოლები: 1:0 ტრეტიაკი (33), 11: ჯიმშელეიშვილი (45+1)

    მერანი: კულუა (მამალაძე 46), ორბელაძე (გიორგაძე 66), მაისაშვილი (ლუკავა 75), მელიავა, ჩალაძე (რუხაძე 60), ტეიდი, ლომაშვილი (წოწონავა 75), კურდღელაშვილი (ჯიქია 50), გეწაძე (ტრეტიაკი 32), შულაია, ბარაბაძე (თოლორდავა 66)
    მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

    სამგურალი: კუპატაძე, ბიბილაშვილი, შალამბერიძე, კილაძე, ჯიმშელეიშვილი, ბრეგვაძე (ბანძელაძე 46), ხარაბაძე (კაკუშაძე 70), გოგიჩაიშვილი (ა.ფანცხავა 84), დ.ჩიხლაძე (ლაღაძე 46), ჩხეტიანი (ჯღამაია 46), დ.ციცხვაია (ლ.ჩიხლაძე 77)
    სათადარიგო: კუჭუხიძე
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: ორბელაძე (19), შალამბერიძე (89)

    მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ჩეპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი სტუმრად მარტვილის ,,მერანთან“ გამართა და დაძაბულ შეხვედრაში ფრე 1:1 ითამაშა.
    შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ ხისტ ბრძოლაში მიმდინარეობდა. გუნდებმა მატჩის ამხანაგური სტატუსი დაივიწყეს და ერთმანეთის წინააღმდეგ მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს. ფეხბურთელები უხეშობის ზღვარზე თამაშობდნენ და ჯარიმების გამო შეხვედრა ხშირად ჩერდებოდა. პირველი სახიფათო მომენტი წყალტუბოელებმა შექმნეს, თენგიზ ბრეგვაძის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაკიდებულ ბურთს თორნიკე ჯიმშელეიშვილი ხელსაყრელი პოზიციიდან თავური დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მასპინძლებმა საკმაოდ მწვავე შეტევით უპასუხეს, მაგრამ ვანო კურდღელაშვილის დარტყმა მეკარე დავით კუპატაძის ნადავლი აღმოჩნდა. 32–ე წუთზე ,,მერანმა“ იძულებითი ცვლილება განახორციელა. რევაზ გეწაძემ სათამაშო სიტუაციაში ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე მარტვილელთა უკრაინელი ლეგიონერი სერგეი ტრეტიაკი გამოვიდა. უკრაინელის ბურთთან პირველივე შეხება საგოლე დარტყმით დასრულდა, 33–ე წუთზე აკაკი შულაიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მან დასწრებაზე კარგად ითამაშა და მასპინძლები დააწინაურა. წყალტუბოელებს საპასუხო შეტევაშივე შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ნიკა შალამბერიძის სახიფათო დარტყმა მცირედით უზუსტო გამოდგა. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა და სტუმრებმა სტუმრებმა პირველი ტაიმის უკანასკელ წუთზე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. თორნიკე ჯიმშელეიშვილმა გოგი გოგიჩაიშვილისგან მიიღო გადაცემა, საჯარიმოს მისადგომებთან მარცხენა ფლანგზე მოიხელთა ბურთი, ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და ზუსტი ,,მოჭრილი“ დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა.
    მატჩის მეორე ნახევარის დასაწყისშივე ,,სამგურალის“ თავკაცმა გია გიგატაძემ სამმაგი ცვლილება განახორციელა. გაგა ჩხეტიანის, თენგიზ ბრეგვაძისა და დემურ ჩიხლაძის ნაცვლად თამაშში ლაშა ჯღამაია, უშანგი ბანძელაძე და ბაქარ ლაღაძე ჩაერთვნენ. ამ გზით წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა ,,სამგურალის“ შეტევითი პოტენციალის გაზრდა განიზრახა. სტუმრებმა თამაში აქტიურად განაახლეს, ჯღამაიას სახიფათო დარტყმა ხარიხას გადასცდა, ლაღაძის დრიბლინგისა და გამჭოლი გადაცემის შემდეგ კი მომენტის დასაგვირგვინებლადდასწრებაზე არავინ აღმოჩნდა. ვალში მასპინძლებიც არ დარჩნენ, ვაჟა ლომაშვილი შემობრუნებით სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი კუპატაძემ მოიგერია. ,,მერანი“ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა და აქტიურად შეუტია მეტოქის კარს. რევაზ ბარაბაძის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესული შოთა ჯიქია ძალზედ ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი აეჭრა და კარს საკმაო მანძილით ააცილა. წყალტუბოელებმა აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთეს და ორი საკმაოდ სახიფათო მომენტი შექმნეს, ორივე ეპიზოდში ლაღაძემ იაქტიურა, პირველ ეპიზოდში მან ტექნიკურის არსენალის წყალობით კარგად გაამწვავა ვითარება, მაგრამ პასი არ გამოუვიდა და მდგომარეობაც განიმუხტა. მეორე მონენტისას კი საკუთარ თავზე აიღო თამაში და საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ხარიხას გადააცილა. ბოლო წუთები მასპინძლების შეტევებით წარიმართა, მარტვილელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ გოლის გატანის შანსი აღარ მისცემიათ და შეხვედრაც საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

    წყალტუბოს ,,სამგურალი" მომდევნო შეხვედრას 4 მარტს გამართავს. საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის პირველ ტურში წყალტუბოელები მცხეთაში ,,ვიტ-ჯორჯიას" დაუპირისპირდებიან.скачать dle 11.3