,,სამგურალი“ ,,მეშახტეს“ დაუზავდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალი“ ,,მეშახტეს“ დაუზავდა
  • ,,სამგურალი“ ,,მეშახტეს“ დაუზავდა

    წყალტუბოს ,,სამგურალსა" და ტყიბულის ,,მეშახტეს" შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 2:2 დასრულდა. იმერული დერბი, ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა. ბუნებრივია, მწვრთნელებისთვის ვიზუალურ მხარეზე მეტად მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ტაქტიკური სქემებისა და სათამასო ნიაუნსების დამუშავება იყო. საკონტროლო მატჩები ხომ ექსპერიმენტებისთვის და მოთამაშეების მზადყოფნის შესამოწმებლად კარგი საშუალებაა. ამხანაგურ პაექრობას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. ,,სამგურალს“ ტრავმების გამო მცველები გიორგი ნერგაძე და ზურაბ ენდელაძე ვერ დაეხმარნენ, ,,მეშახტეს“ კი მამუკა ღონღაძე გამოაკლდა, რომელმაც გრიპის ვირუსის გამო თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ იასპარეზა.
    გუნდებმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და პირველი გოლიც სწრაფად გავიდა. მასპინძელთა დაცვის ჩავარდნით საბა ლომიამ ისარგებლა და მე–8 წუთზე ტყიბულელები დააწინაურა. დებიუტში გაშვებულ ბურთს წყალტუბოელები არ დაუბნეია. მასპინძლებმა თამაში სწრაფად დაალაგეს და 27-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ ,,სამგურალის" ახალწვეულმა დავით ციცხვაიამ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.აღსანიშნავია, რომ ,,ბორჯომის“ ყოფილი შემტევი წყალტუბოელთა რიგებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და თავი პირველივე საკონტროლო შეხვედრაში გამოიჩინა. მატჩის პირველ ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები, მარამ ანგარიში არ შეცვლილა– 1:1. მეორე ტაიმში მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით განახლდა. თავიდან ,,სამგურალი" უკეთ გამოიყურებოდა და გაცილებით მწვავედ უტევდა. 59–ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა გოგიჩაიშვილმა, რომელმაც მეკარის ბაქანთან გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მაგრამ მასპინძელთა ფორვარდებს ტყიბულელთა კარის დარაჯმა დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა. მორიგ ეპიზოდში, ხარაბაძის გადაცემის შემდეგ გაგა ჩხეტიანი ბურთს ერთი შეხებით, მიწაზე დაუშვებლად ურტყამდა, მაგრამ სამიზნეს ააცილა. დასამახსოვრებელი იყო ბიბილაშვილის სახიფათო თავური დარტყმაც, რომელიც ბანძელაძის მირ ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა, მაგრამ მეკარემ ბურთი ამჯერადაც მოიგერია. ამასობაში სტუმრებიც გააქტიურდნენ და რამდენიმე მწვავე კონტრშეტევის შემდეგ კვლავ მოახერხეს დაწინაურება. ვეკუამ საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით ბურთი მასპინძელთა ცხრიანში მოათავსა–1:2 წყალტუბოელები მარცხს არ შეეგუვნენ, მწვავედ შეუტიეს, ჩხეტიანს და ლაღაძეს არ გაუმართლათ, მათი სახიფათო დარტყმებისას ბურთი ხარიხამ მოიგერია, ამ ეპიზოდებში ,,მეშახტე" გოლებს კი გადაურჩა, მაგრამ მასპინძელთა მონდომებამ შედეგი 81-ე წუთზე გამოიღო, დემურ ჩიხლაძის შესანიშნავი გადაცემა თენგიზ ბრეგვაძემ ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა –2:2 .
    მორიგ საკონტროლო შეხვედრას წყალტუბოს ,,სამგურალი" შაბათს, 25 თებერვალს მატვილში, ადგილობრივ ,,მერანთან“ გამართავს. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.

    სამგურალი (წყალტუბო)-მეშახტე (ტყიბული) - 2:2 (ამხანაგური მატჩი)
    22.02.2017. წყალტუბო. სტადიონი: ,,26 მაისი".
    გოლები: 0:1 ლომია (8), 1:1 ციცხვაია (27), 1:2 ვეკუა (75), 2:2 ბრეგვაძე (86)
    სამგურალი: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, შალამბერიძე, კილაძე, ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი, ჯღამაია, კაკუშაძე, ჯიმშელეიშვილი, ჩხეტიანი, ციცხვაია
    შეცვლაზე შევიდნენ: კუპატაძე, ლაღაძე, დ.ჩიხლაძე, ლ.ჩიხლაძე, უ.ბანძელაძე, ბრეგვაძე, ფანცხავა, ნაცვლიშვილი
    მწვრთნელი: გია გიგატაძე
    მეშახტე: ნონოსი, მჭედლიშვილი, აფხაზავა, ყურულაშვილი, ჭკუასელი, ბაჯელიძე, კიკაბიძე, ვეკუა, ლომია, გედენიძე, ქართველიშვილი
    შეცვლაზე შევიდნენ: გვენეტაძე, ბრეგაძე, ჩუბინიძე, ჭოხონელიძე, როსტიაშვილი
    მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
    გაფრთხილება: ციცხვაია (35), ჩუბინიძე (81)
    მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, კობა სადილიანი, მიხეილ კუპატაძეскачать dle 11.3