ვარჯიში დარბაზში და ბომბარდირი ბორჯომიდან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ვარჯიში დარბაზში და ბომბარდირი ბორჯომიდან
  • დიდთოვლობამ წყალტუბოს ,,სამგურალს" გეგმები შეუცვალა. ამ დღეებში ჩვენს გუნდს ქობულეთის ,,შუქურასთან" და ხობის ,,კოლხეთთან" ამხანაგური მატჩები უნდა გაემართა, მაგრამ უხვი ნალექის გამო წყალტუბოს სტადიონი თოვლით დაიფარა და იქ ფეხბურთის თამაში შეუძლებელი გახდა. ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ დღეს გუნდი წყალტუბოს სპორტის სასახლეში შეკრიბა და საწვრთნელი პროცესი იქ ჩაატარა. წყალტუბოელთა რიგებში სიახლეა. ,,სამგურალს" ,,ბორჯომის" ყოფილი ფეხბურთელი დავით ციცხვაია შეუერთდა. ციცხვაია ამპლუით ნახევარმცველია და სხვადასხვა დროს ფოთის ,,კოლხეთში", ,,ჭიათურაში", მარტვილი ,,მერანსა" და ხონის ,,იმერეთში" თამაშობდა. წინა სეზონში დავით ციცხვაია ,,ბორჯომის" ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. ბორჯომელთა რიგებში მან 10 გოლი გაიტანა. დავით ციცხვაიასთან კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება.скачать dle 11.3