ამხანაგური დერბი "სამგურალის" გამარჯვებით დასრულდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ამხანაგური დერბი "სამგურალის" გამარჯვებით დასრულდა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ საკონტროლო შეხვედრაში ხონის ,,იმერეთს“ უმასპინძლა და ამხანაგურ დერბიში 2:1 გაიმარჯვა. წყალტუბოელთა მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე მამის გარდაცვალების გამო შეხვედრას ვერ ესწრებოდა. მის არყოფნაში ,,იმერეთის“ წინააღმდეგ ,,სამგურალს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ბესიკ ხაჭიპერიძემ უხელმძღვანელა. წვიმიანი და ცივი ამინდის ფონზე გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი არც თუ კარგი სანახავი გამოდგა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის სტატუსიდან გამომდინარე მწვრთნელები ექსპერიმენტებს არ მორიდებიან და ამან სანახაობრივ მხარეზეც იმოქმედა.
    მატჩის პირველ ნახევარში სტუმრები საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და კარში რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტეს. საგოლე შანსები ჰქონდათ მასპინძლებსაც, მათგან კი ყველაზე გამორჩეული ლაშა ჯღამაიას მომენტი იყო, ლაშამ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და სტუმართა კარის ხარიხა შეაზანზარა. 40–ე წუთზე ხონელებმა დაწინაურება მოახერხეს, თავური დარტყმით ანგარიში თევდორაძემ გახსნა. წყალტუბოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შესვენებამდე შეძლეს წონასწორობის აღდგენა. თორნიკე ჯიმშელეიშვილის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდე ბექა ბიბილაშვილმა მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
    მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელებმა, როგორც საკონტროლო შეხვედრებში ხდება ხოლმე, არაერთი ცვლილება განახორციელეს. შესვენების შემდეგ წყალტუბოელები გაცილებით უკეთ ათამაშდნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს. უქმად სტუმრებიც არ ყოფილან, საგოლე შანსები მათაც ჰქონდათ, თუმცა, წყალტუბოელთა ტერიტორიულმა უპირატესობამ შედეგი ბოლო წუთებზე გამოიღო, მატჩის მიწურულს ნიკა შალამბერიძემ მასპინძელთა შეტევა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და ,,სამგურალს“ იმერული დერბი მოაგებინა.

    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,იმერეთი“ ხონი 2:1
    11.02.2007. წყალტუბო. სტადიონი ,,26 მაისი“

    გოლები: 0:1თევდორაძე (40), 1:1 ბიბილაშვილი (44), 2:1 შალამბერიძე (83)

    სამგურალი: კუპატაძე, კილაძე, ნერგაძე, ენდელაძე, ბიბილაშვილი, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ბ.ბანძელაძე, ჯიმშელეიშვილი, ჯღამაია, ჩხეტიანი
    შეცვლაზე შევიდნენ: კუჭუხიძე, დ. ჩიხლაძე, ა.ფანცხავა, ლაღაძე, ნაცვლიშვილი, ლუკა ჩავჩიძე, ლაშა ჩავჩიძე

    იმერეთი: მეძველია, სულაძე, ხელაძე, ხარაბაძე, ჭანკვეტაძე, თ.ბანძელაძე, კილაძე, თევდორაძე, ამბროლაძე, აშვეთია, ცაგარეიშვილი
    შეცვლაზე შევიდნენ: ჯოხაძე, ბურჯანაძე, კირთაძე, ვარდოსანიძე, კუხალაშვილი, ვაშაკიძე, გიორხელიძე
    მსაჯები: ი.ქარსელაძე, ბ.ქევანიშვილი, მ.ლაშქარეიშვილიскачать dle 11.3