ბევრი საგოლე მომენტი და ფრე ფოთის ,,კოლხეთთან" » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ბევრი საგოლე მომენტი და ფრე ფოთის ,,კოლხეთთან"
  • ბევრი საგოლე მომენტი და ფრე ფოთის ,,კოლხეთთან"

    დღეს წყალტუბოს ,,სამგურალი“ ამხანაგურ შეხვედრაში ფოთის ,,კოლხეთს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ქუთაისის ,,ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი მატჩი ამხანაგური ანგარიშით 1:1 დასრულდა.
    გია გიგატაძის შეგირდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. გოლის გატანა შეეძლოთ ბაქარ ლაღაძეს, გაგა ჩხეტიანს და ლაშა ჯღამაიას, მაგრამ ხან ფოთელთა გოლკიპერი ლაშა ძაგანია თამაშობდა კარგად, ხანაც წყალტუბოელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდათ. ზღვისპირლებმა კი თავიანთი შანსი კარგად გამოიყენეს, 25–ე წუთზე გურამ ლუკავამ დაახლოებით 18 მეტრიდან გაუტანა მეკარე დავით კუპატაძეს, რომელიც ,,სამგურალის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა. გაშვებულ გოლს წყალტუბოელები არ დაუბნევია, ისინი კვლავ დიდი ძალებით უტევდნენ მეტოქეს და მათმა მონდომებამ ნაყოფი მალე გამოიღო, ,,სამგურალის“ მორიგი შეტევისას ფოთელთა კართან არეულობა შეიქმნა, ამით გაგა ჩხეტიანმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. მატჩის სცენარი ამის შემდეგაც არ შეცვლილა. გია გიგატაძის გუნდი კვლავ ფლობდა უპირატესობას და გამარჯვებაც შეეძლო. სხვა რომ არაფერი, ბოლო წუთებზე შექმნილი ორი რეალურიუ მომენტის გახსენებაც კმარა, ფოთელთა სერბმა მეკარე ბოიან ბრაჩმა, რომელიც ,,კოლხეთში“ სინჯებზე იმყოფება, ჯერ უშანგი ბანძელაძეს უაღრესად სახიფათო დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი მასთან პირისპირ გასულ ბექა ბიბილაშვილს სივრცე შეუზღუდა და სამიოდე მეტრიდან არ გაატანინა.
    სამგურალი (წყალტუბო)– კოლხეთი (ფოთი) 1:1
    ქუთაისი. ,,ტორპედოს“ ბაზა.
    0:1 ლუკავა (25), ჩხეტიანი (36)
    საგურალი: კუპატაძე, ენდელაძე, ნერგაძე, კილაძე, ბრეგვაძე, ჯიმშელეიშვილი, გოგიჩაიშვილი, ჯღამაია, ლაღაძე, ყიფიანი, ჩხეტიანი
    მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ბ.ფანცხავა, უ.ბანძელაძე, ბიბილაშვილი, შალამბერიძე, ზ.ფანცხავა, ა.ფანცხავა, ნაცვლიშვილი.
    მწვრთნელი: გია გიგატაძე
    კოლხეთი: ძაგანია, გოგონაია, ჟიშკარიანი, კოკაია, კანდელაკი, ბოლქვაძე, ლუის ტერა, ლუკავა, კორობკა, შიომღვდელიშვილი, ბუბაკარი
    მეორე ტაიმში შევიდნენ: ბრაჩი, სანაია, გოროზია, ჯანაშია, ჭანტურია, ქებურია, ძიძიგური, მახარაძე
    მწვრთნელი: გელა საიანა
    მსაჯები: ირაკლი კვირიკაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, მიხეილ კუპატაძე (სამივე ქუთაისი)скачать dle 11.3