ეროვნული ლიგა
| ა | კლუბი | თ | ± | ქ |
|---|---|---|---|---|
| 1. | დინამო ბთ |
27 | 10 | 47 |
| 2. | რუსთავი |
26 | 11 | 46 |
| 3. | დინამო თბ |
26 | 14 | 45 |
| 4. | იბერია 1999 |
25 | 7 | 43 |
| 5. | დილა |
26 | 5 | 37 |
| 6. | ტორპედო |
27 | 9 | 36 |
| 7. | სამგურალი |
27 | -14 | 32 |
| 8. | გაგრა |
27 | -12 | 29 |
| 9. | სპაერი |
26 | -6 | 25 |
| 10. | მეშახტე |
27 | -24 | 17 |
,,სამგურალი" ,,ოდიშთან" ამხანაგურ მატჩში დამარცხდა
წყალტუბოს ,,სამგურალი" ეროვნული ლიგის დასკვნითი ეტაპისთვის ემზადება. 28 სექტემბერს წყალტუბოელებმა ზუგდიდის ,,ოდიშთან" ამხანაგური მატჩი გამართეს და 0:2 დამარცხდნენ.
,,სამგურალი" შეხვედრას არაოპტიმალური შემადგენლობით შეხვდა, ასაკობრივ ნაკრებებში არიან ნიკო ცეცხლაძე და მათე შათირიშვილი, გუნდს ვერ ეხმარებოდნენ ირაკლი სირაძე, კლაუდიო სებოლინია და ჟან კარლოსი. უშუალოდ შეხვედრაში, მცირეოდენი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა მოედანი გუნდის კაპიტანმა ომარ პატარკაციშვილმა.
როგორც საკონტროლო მატჩებში ხდება, მწვრთნელებმა გუნდები ორივე ტაიმში განსხვავებული შემადგენლობებით ათამაშეს. პირველ ტაიმში ,,სამგურალი" დიდ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე კარგი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ იყოჩაღა. სანაცვლოდ, ტაიმის ბოლოს საკუთარი შანსი კარგად გამოიყენა ,,ოდიშმა" და 40-ე წუთზე ჯიქიამ ანგარიში გახსნა - 0:1
მატჩის მეორე ნახევარში ,,სამგურალი" ძირითადად ახალგაზრდული გუნდით გამოვიდა, თანაბარი ბრძოლის მიუხედავად, გოლი კვლავ ზუგდიდელებმა გაიტანეს, 89-ე წუთზე თავი ჯინჯოლავამ გამოიჩინა.
მორიგ საკონტროლო მატჩს ,,სამგურალი" 4 ოქტომბერს ფოთის ,,კოლხეთთან" გამართავს.
სამგურალი 0:2 ოდიში (ამხანაგური მატჩი)
28.09. წყალტუბო ,,26 მაისი"
გოლები: 0:1 ჯიქია (40), 0:2 ჯინჯოლავა (89)
სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, პატარკაციშვილი (15. მეფარიშვილი), რაიანი, გოგია, შერგელაშვილი, ბიძინაშვილი, გაფრინდაშვილი, იაშვილი, გილმორი, კრასოვსკი
მეორე ტაიმში შევიდნენ: ქასრაძე, დეისაძე, ხანთაძე, გოლეთიანი, უღრელიძე, ქობულოვი, ვინისიუსი, ხორხელი, შანიძე.

დინამო ბთ
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
გაგრა
სპაერი
მეშახტე