,,ქამბექი" ,,მეშახტესთან" » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
16 აგვისტო, 21:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
8 აგვისტო, 17:00
მეშახტე1
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,ქამბექი" ,,მეშახტესთან"
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგა მოგებით განაახლა. წყალტუბოელებმა მე-20 ტურის შეხვედრაში ლაშა შერგელაშვილისა და ირაკლი სირაძის გოლებით ,,მეშახტე" 2:1 დაამარცხეს.

    თამაში წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელიც წელს ,,მეშახტეს" საშინაო არენად აქვს არჩეული. ,,სამგურალი" კი მოგეხსენებათ, სახლის მატჩებს 3 კილომეტრის დაშორებით, წყალტუბოს ,,ტექნიკურ ცენტრზე" ატარებს.

    მართალია, ტყიბულელები სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხბურზე არიან, მაგრამ მათ ახალი მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი - კახა ჩხეტიანი მოძღვრავთ და გუნდი სხვა შემართებით თამაშობს. დასაკარგიც არაფერი აქვთ, თუ გუნდი დღევანდელ მდგომარეობას თავს დააღწევს, ეს წარმატება ჩხეტიანის აქტივში ჩაიწერება. ტყიბულელები თუ ადრე ძირითადად მეორე ნომრად თამაშზე აკეთებდნენ აქცენტს, ახლა შეტევაში უფრო თამამად მიდიოდნენ და საწყის წუთებში არაერთი მომენტი შექმნეს. მათი პირველივე სახიფათო მე-6 წუთზე ,,სტანდარტული" ერეკლე ჯიჯავაძის ჩაწოდებითა და გიორგი ქანთარიას თავური გოლით დაგვირგვინდა.

    საწყის წუთებში ,,სამგურალს" ბევრი ხარვეზი ჰქონდა, უწყინარ სიტუაციებში იკარგებოდა ბურთი და დავცაც ვერ იყო საიმედო. შესაბამისად, ტყიბულელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მე-11 წუთზე გაბისკირია გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ არსენ სიუკაევმა შესანიშნავად ითამაშა, კარი დროულად დატოვა, შემტევს სივრცე შეუზღუდა, ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. აღნიშნულ შეტევას კუთხური მოჰყვა, რომელსაც თავური დარტყმით ირაკლი სიხარულიძე აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.

    ,,სამგურალი" საწყისი შოკისგან თუ დაბნეულობისგან თანდათან გამოერკვა და უპირატესობაც მოიპოვა. ტყიბულელები თავს უშეცდომოდ იცავდნენ, თუმცა აქ წყალტუბოელებს მშველელად ლაშა შერგელაშვილი მოევლინათ, რომელმაც შორეული დარტყმით, დაახლოებით 35 მეტრიდან გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა 1:1

    თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 33-ე წუთზე სებოლინია ურტყამდა თავით, მაგრამ ამ ეპიზოდში მეკარემ მოიგერია ბურთი.

    მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა, ხან ერთი გუნდი ეუფლებოდა ინიციატივას, ხან მეორე. სახიფათო იყო თორნიკე გაფრინდაშვილის დარტყმა, რომელიც შოვნაძემ კუთხურზე მოიგერია. ტყიბულელებმა პაპუაშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, რომელიც სიუკაევმა მოიგერია. შემდეგ ირაკლი ჯანჯღავა ურტყამდა სახიფათოდ, ბურთი მცველს შეეხო და მცირე მანძილით ასცდა ხარიხას.

    75-ე წუთზე ტყიბულელებს წინ გასვლა შეეძლოთ, ბურდულის ჩაწოდების შემდეგ გაბისკირია კართან მარტო აღმოჩნდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. 83-ე წუთზე ლაშა უგრეხელიძემ ირაკლი ჯანჯღავას წინააღმდეგ იუხეშა და ,,ვარის" ჩარევის შედეგად წითალი ბარათიც მიიღო. 10 ფეხბურთელით დარჩენილი ,,მეშახტე" მთელი ძალებით იცავდა თავს. თუმცა, გიორგი ონიანს ცვლილებებმა გაუმართლა, 89-ე წუთზე დავით კრასოვსკის შორეული დარტყმა შოვნაძემ კარის წინ მოიგერია და ირაკლი სირაძემ ზედიზედ მოერე მატჩში გაუტანა ,,მეშახტეს" გამარჯვების გოლი. მოგეხსენებათ, ხუთიოდე დღის წინა ,,სამგურალმა" თასის 1|8 ფინალში ,,მეშახტე" სწორედ სირაძის მიერ, დამატებულ დროში, გატანილი გოლით დაამარცხა 1:0.

    ამჯერადაც, მატჩი წყალტუბოელების გამარჯვებით დასრულდა. ,,სამგურალი" 28 ქულით ბათუმის ,,დინამოს" გაუთანაბრა და სატურნირო ვხრილში მე-5 პოზიციაზეა. წყალტუბოელები 21-ე ტურში სწორედ ბათუმურ კლუბს უმასპინძლებენ.

    აქვე რამდენიმე ფაქტი გუშინდელი მატჩიდან...

    დებიუტი „სამგურალის“ მაისურით ეროვნულ ლიგაში
    ირაკლი ბიძინაშვილმა, თორნიკე გაფრინაშვილმა, ირაკლი სირაძემ და დავით კრასოვსკიმ „სამგურალის“ მაისურით ეროვნულ ლიგაში პირველად ითამაშეს.

    კაპიტნი თასის შემდეგ გუნდს ეროვნულ ლიგაშიც დაუბრუნდა
    ომარ პატარკაციშვილმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და გუნდი კვლავ კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა მოედანზე.

    გილმორის დაბრუნება
    ლუქმან გილმორმა „სამგურალში“ დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ნიგერიელი ნახევარმცველი 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

    ეროვნული ლიგა. XX ტური

    მეშახტე 1:2 სამგურალი
    09.08. წყალტუბო. 26 მაისი

    გოლები: 1:0 ქანთარია (6. ჯიჯავაძის პასით), 1:1 შერგელაშვილი (22. გეგეჭკორის პასით), 1:2 სირაძე (88)
    მეშახტე (4-2-3-1): შოვნაძე - გ. კვირკველია, პიმენტელი, ლ. უგრეხელიძე, გეგია - ქანთარია (60. პაპუაშვილი), ჯიჯავაძე - გაბისკირია (87. კვირკვია), პიროგოვი (66. ჯამარაული), ბურდული (87. შაშიაშვილი) - სიხარულიძე (66. გოგოლაშვილი)
    მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

    სამგურალი (4-2-3-1): სიუკაევი - გეგეჭკორი (80. გოგია), პატარკაციშვილი, პაბულო რაიანი, შერგელაშვილი - ვინისიუსი, ჯანჯღავა - გაფრინდაშვილი (58. ნ. ცეცხლაძე), ბიძინაშვილი (72. გილმორი), ჟან კარლოსი (58. კრასოვსკი) - სებოლინია (72. სირაძე)
    მწვრთნელი: გიორგი ონიანი

    გაფრთხილება: ბიძინაშვილი (40), გაბისკირია (49), გოგია (85)
    გაძევება: ლ. უგრეხელიძე (82)
    არბიტრი: ი. შენგელია


    скачать dle 11.3