სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 29 13 53
2. რუსთავი რუსთავი 29 12 52
3. იბერია 1999 იბერია 1999 29 11 52
4. დინამო თბ დინამო თბ 29 16 51
5. დილა დილა 29 4 40
6. სამგურალი სამგურალი 29 -9 38
7. ტორპედო ტორპედო 29 8 37
8. გაგრა გაგრა 29 -17 29
9. სპაერი სპაერი 29 -11 26
10. მეშახტე მეშახტე 29 -27 17

საკონტროლო მატჩები ,,სპაერთან" მოგებით დავასრულეთ

21-07-2026, 10:49
საკონტროლო მატჩები ,,სპაერთან
წყალტუბოს ,,სა,მგურალმა" საფეხბურთო სეზონის განახლებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ,,სპაერთან" გამართა და მეტოქე, გუნდის ახალწვეულის, ირაკლი სირაძის გოლით 1:0 დაამარცხა.

მატჩი თბილისში, ოლიმპიური ცენტრის მოედანზე გაიმართა. პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ორ-ორი მომენტი ორივე კართან შეიქმნა. მეორე ტაიმში ბევრი ცვლილება განხორციელდა, გუნდებმაც უფრო გახსნილი ფეხბურთი აჩვენეს. 80-ე წუთზე ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში შესულმა ირაკლი სირაძემ გაიტანა.

გიორგი ონიანის გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე სამი შეხვედრა გამართა, პირველ მატჩში მარტვილის ,,მერანს" დაუზავდა 1:1, მეორე შეხვედრაში 2:1 დაამარცხა ფოთის კოლხეთი და დასკვნით შეხვედრაში 1:0 მოუგო სპაერს.

,,სამგურალი" საფეხბურთო სეზონს 26 ივლისს ,,ვიტ ჯორჯიასთან" სათასო დაპირისპირებით განაახლებს.

სპაერი 0:1 სამგურალი
20.07.2027. თბილისი, ,,ოლიმპიური ცენტრი"
გოლი: 0:1 სირაძე (80)

სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, პატარკაციშვილი, რაიანი, შერგელაშვილი, ვინისიუსი, ჯანჯღავა, ბიძინაშვილი, გაფრინდაშვილი, ჟან კარლოსი, სებოლინია
შეცვლაზე შევიდნენ: ქასრაძე, ცეცხლაძე, შათირიშვილი, მანჯგალაძე, იაშვილი, გოგია, აფციაური, კრასოვსკი, იზაკ მარტინსი, სირაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ონიანიскачать dle 11.3