წყალტუბოს „სამგურალმა“, ჩემპიონატის მომდევნო ეტაპისთვის მზადების პროცესში, მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფოთის „კოლხეთი“ 2:1 დაამარცხა.
„სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ონიანმა, ორივე ტაიმში განსხვავებული შემადგენლობები ათამაშა. მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე გამოდგა. სტუმრებმა გარკვეული უპირატესობა მოიპოვეს და 36-ე წუთზე ფოთელები დიტო ფაჩულიამ დააწინაურა — 0:1.
პირველ ტაიმში ანგარიში უცვლელი დარჩა. მატჩის მეორე ნახევარში მოედანზე სხვა 11-ეული გავიდა, მათ შორის ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც „სამგურალში“ დამკვიდრებას ცდილობენ.
წყალტუბოელებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრეს. გიგი გოგიას კარგი თამაშის შემდეგ, ბრაზილიელმა ახალწვეულმა, იზაკ მარტინსმა, საჯარიმოს შიგნიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. სხვათა შორის, პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, მარტვილის „მერანთან“ ფრედ დასრულებულ (1:1) მატჩშიც თავი სწორედ 21 წლის ბრაზილიელმა გამოიჩინა.
წყალტუბოელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს, სტუმრებს კი მათთან გამკლავება სულ უფრო უჭირდათ. 78-ე წუთზე ყოფილი სამგურალელი, ლაშა კვარაცხელია, პირველი გაფრთხილების შემდეგ მეორედაც „გააყვითლეს“ და მოედანი წითელი ბარათით დაატოვებინეს. თუმცა, გუნდების შეთანხმებით, თამაში სხვა ფეხბურთელმა გააგრძელა. წყალტუბოელებმა ,,კოლხეთის" ყოფილი ფეხბურთელის, დავით კრასოვსკის გოლით გაიმარჯვეს. კრასოვსკი სხვა ეპიზოდებშიც აქტიური იყო და 85-ე წუთზე „სამგურალი“ ეფექტური დარტყმით გაიყვანა წინ — 2:1.
წყალტუბოელები დარჩენილ დროშიც აქტიურობდნენ და საკონტროლო მატჩიც მათი გამარჯვებით დასრულდა.
„სამგურალი“ 2:1 „კოლხეთი“
16.07.2026. წყალტუბო, „26 მაისი“
გოლები: 0:1 დიტო ფაჩულია (36), 1:1 იზაკ მარტინსი (76), 2:1 დავით კრასოვსკი (85)
„სამგურალი“ (I ტაიმი): სიუკაევი, გეგეჭკორი, პატარკაციშვილი, შათირიშვილი, შერგელაშვილი, აფციაური, ვინისიუსი, ბიძინაშვილი, ცეცხლაძე, ჟან კარლოსი, სებოლინია.
„სამგურალი“ (II ტაიმი): ქასრაძე, მანჯგალაძე, რიანი, ტყეშელაშვილი, ტოფაძე, გოგია, იაშვილი, კრასოვსკი, ჯანჯღავა, იზაკ მარტინსი, სირაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ონიანი
скачать dle 11.3