თორნიკე გაფრინდაშვილი სამგურალში ითამაშებს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
8 აგვისტო, 17:00
მეშახტე
სამგურალი
წინა მატჩი
24 ივნისი, 20:00
გაგრა0
სამგურალი0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
თორნიკე გაფრინდაშვილი სამგურალში ითამაშებს
  • წყალტუბოს „სამგურალი“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველით, თორნიკე გაფრინდაშვილით გაძლიერდა.

    თორნიკე ჩვენს გუნდს პოლონური „არკა გდინიადან“ შეუერთდა.

    29 წლის ფეხბურთელი ძირითადად მარჯვენა ნახევარმცველისა და ვინგერის პოზიციებზე ასპარეზობს. გამოირჩევა სისწრაფით, ტექნიკითა და მარცხენა ფეხით.
    საქართველოში კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი „გაგრასა“ და ბათუმის „დინამოში“ გაატარა. განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ბათუმურ კლუბში ჰქონდა, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი სეზონის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში 79 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და არაერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

    2021 წელს „დინამო ბათუმთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა. იმავე კლუბის მაისურით ევროტურნირებზეც იასპარეზა.
    ბათუმის „დინამოდან“ კარიერა პოლონეთის ექსტრაკლასაში, ლუბინის „ზაგლებიეში“ გააგრძელა, სადაც 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

    2024 წლის იანვარში გდინიის „არკას“ შეუერთდა. 2024/25 წლების სეზონში გუნდთან ერთად პოლონეთის პირველი ლიგა მოიგო და კლუბის ექსტრაკლასაში დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანა.

    კეთილი იყოს შენი მობრძანება „სამგურალში“, თორნიკე, გისურვებთ წარმატებებს!скачать dle 11.3