სამგურალმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
8 მარტი, 16:00
მეშახტე
სამგურალი
წინა მატჩი
2 მარტი, 20:00
გაგრა0
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
  • ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ონინის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. წყალტუბოელებმა ეროვნული ლიგის I ტურში სტუმრად ,,გაგრა" კლაუდიო სებოლინიას გოლით 1:0 დაამარცხეს.

    სასტარტო მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა, გუნდებს ბევრი დებიუტანტი ჰყავდათ და საწყის წუთებში სიფრთხილით თამაშობდნენ, შემდეგ ,,სამგურალის" უპირატესობა გამოიკვეთა, კლაუდიო სებოლინიას გადაცემის შემდეგ ოთარ აფციაური ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან, მაგრამ არ გაურამთლა, ბურთი ხარიხას მცირედით გადასცდა. ტაიმის ბოლოს წყალტუბოელებმა მაინც შეძლეს დაწინაურება, სებოლიანიამ დაცვის შეცდომით ისარგებლა, ჭავჭანიძეს ბურთი მოპარა და მომენტი თავადვე დააგვირგვინა 0:1

    მეორე ტამში სებოლინიას დუბლის შესრულება შეეძლო, შეტევაში ჩართული რაიანის გადაცემის შემდეგ ის ერთი შეხებით ურტყამდა კარში, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ რთული ბურთი მოიგერია.

    კარგი მომენტი ჰქონდა ჟან კარლოსსაც, თუმცა მასაც მეკარემ აჯობა.

    მატჩის ბოლოსკენ მასპინძლები ვა-ბანკზე წავიდნენ, შეტევები გააძლიერეს, სანაცვლოდ წყალტუბოელებს კონტრშეტევების საშუალება მიეცათ. 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკო ცეცხლაძემ გოლიც გაიტანა, მაგრამ პასის ავტორი გიგი გოლია თამაშგარეში იყო და გოლი არ ჩაითვალა. გოლის გატანის შანსები ,,გაგრასაც" ჰქონდა, პირველ ეპიზოდში სიუკაევმა ივაჟკაცა და რთული ბურთი აიღო, სულ ბოლოს კი კეკელიძის დარტყმა ჯერ ძელს მოხვდა, გამოვარდნილ ბურთზე გაგრელებმა ორჯერ დაამატეს, მაგრამ ბურთს ორივეჯერ რაიანი გადაეღობა და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

    ,გაგრასთან" მატჩში ,,სამგურალის" რიგებში ოფიციალური დებიუტი 8 ფეხბურთელს ჰქონდა.
    არსენ სიუკაევი, ლევან გეგეჭკორი, აბდულ ქაბია და ოთარ აფციაური ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ცოტნე ბერელიძე, ლევან პაპავა, ნიკო ცეცხლაძე და გიგი გოგია თამაშში მოგვიანებით ჩაერთვნენ.

    მეორე ტურის მატჩს ,,სამგურალი" სტუმრის სტატუსით ტყიბულის ,,მეშახტესთან” გამართავს.
    მატჩი 8 მარტს წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

    ეროვნული ლიგა. I ტური

    გაგრა 0:1 სამგურალი
    02.03. თბილისი. დავით პეტრიაშვილი
    გოლი: 0:1 სებოლინია (43)
    გაგრა (4-2-3-1): ვორობეი - კლადინეი, პორფირიო, ჭავჭანიძე (46. ჩოჩია), ვანდერსონ სილვა - ფეიქრიშვილი, ცინცაძე - ბორჟისი (70. ანდრეიჩუკი), კეკელიძე, ზოიძე - მუჯირი. მწვრთნელი: ჟელკო ლიუბენოვიჩი


    სამგურალი (4-2-3-1): სიუკაევი - გეგეჭკორი, ქაბია, რაიანი, შერგელაშვილი - ვინისიუში, აფციაური (70. ჯანჯღავა) - ველისოლი (70. ნ. ცეცხლაძე), ხორხელი (78. ბერელიძე), ჟან კარლოსი (90+1. გოგია) - სებოლინია (70. პაპავა). მწვრთნელი: გიორგი ონიანი
    გაფრთხილება: აფციაური (48), ჩოჩია (48), ქაბია (87), ნ. ცეცხლაძე (90+2)
    არბიტრი: ბ. ბრეგაძე
    скачать dle 11.3