2 მარტს წყალტუბოს სამგურალი ეროვნული ლიგის I ტურის შეხვედრას სტუმრად გაგრასთან გამართავს. წყალტუბოელები ახალ საფეხბურთო სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელითა და გადახალისებული შემადგენლობით ხვდებიან.
ჩემპიონატისთვის მზადება ,,სამგურალმა” 10 იანვარს ბრაზილიელი ტიაგო გომესის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა ბრაზილიელს ლიცენზირების გამო შექმნილი პრობლემების გამო გუნდის დატოვება მოუწია და მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი გიორგი ონიანი დაინიშნა.
ცვლილებებია შემადგენლობაშიც. გასული სეზონის შემდეგ გუნდი დატოვეს საუკეთესო ბომბარდირმა (17გოლი) გიორგი ფანცულაიამ, კაპიტანმა - დემურ ჩიხლაძემ, ცენტრალურმა მცველმა - მათე აბულაძემ, მეკარე ნოდარ ყალიჩავამ, ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ფერნანდო ბულიმ, ილია ახვლედიანმა, თემურ გოგნაძემ, გიორგი ხეცურიანმა და ტაჯიკმა შემტევმა ალიჯონი აინმა. ,,სამგურალი” მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.
რაც შეეხება, გუნდის ახალწვეულებს, ,,სამგურალმა” 11 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ესენი არიან: მეკარეები ლუკა კუტალაძე (გარეჯი, იჯარა დაუსრულდა) და არსენ სიუკაევი (გაგრა), მცველები: ლევან გეგეჭკორი (დინამო ბათუმი) და აბდულ კაბია (დინამო ბრესტი, ბელარუსი); ნახევარმცველები: ნიკა ხორხელი (იბერია, იჯარა დაუსრულდა) ოთარ აფციაური (კაპაზი აზერბაიჯანი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ნიკა ცეცხლაძე (თელავი), გიგი გოგია (რიო ავე U23, პორტუგალია); თავდამსხმელები: ლევან პაპავა (გარეჯი) და გიორგი გოგოლაშვილი (გარეჯი).
ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურდნენ საბა ჩხეტიანი, ზაზა იაშვილი, ნიკა მანჯგალაძე და ანზორ ქასრაძე.
,,სამგურალმა” ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება 10 იანვარს წყალტუბოში დაიწყო. 7 თებერვალს გუნდი ანტალიაში გაემგზავრა და 20 თებერვლამდე იქ ვარჯიდობდა.
გიორგი ონიანის გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე 8 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 3 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 2 შეხვედრაში დამარცხდა.
ტორპედო ქუთაისი-სამგურალი 2:1 (გოლი: ნიკა ხორხელი)
სამგურალი-ფოთის კოლხეთი 5:0 (გოლები: ჯეფერსონ ჯელალდო, ველისოლი, ლევან პაპავა (2), გიორგი გოგოლაშვილი)
დინამო თბილისი 1:1 სამგურალი (გოლი: ნიკა ხორხელი)
სამგურალი-ალაშკერტი 3:1 (გოლები: ნიკა ხორხელი, ცოტნე ბერელიძე, ჯეფერსონ ჯერალდო)
სამგურალი -ტაშკენტის ლოკომოტივი 2:0 (გოლები: გიორგი გოგოლაშვილი, საბა ჩხეტიანი)
სამგურალი-სურხონი უზბეკეთი 1:2 (გოლი:საბა ჩხეტიანი)
სამგურალი-პეტროკუბი მოლდოვა 1:1 (გოლი: საბა ჩხეტიანი)
სამგურალი-ულიტაუ ყაზახეთი 2:2 (გოლები: კლაუდიო ჟუნიორი, ოთარ აფციაური)
სამგურალის საჩემპიონატო განაცხადი ასეთია:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე, არსენ სიუკაევი, ანზორ ქასრაძე;
მცველები: ომარ პატარკაციშვილი, პაბულო რაიანი, ნიკოლოზ მანჯგალაძე, ლაშა შერგელაშვილი, ლევან გეგეჭკორი, ლაშა კვარაცხელია, აბდულ კაბია
ნახევარმცველები: ჯეფერსონ ჯერალდო, ჟან კარლოსი, ვინისიუსი, ირაკლი ჯანჯღავა, ოთარ აფციაური, ცოტნე ბერელიძე, გიგი გოგია, ზაზა იაშვილი, საბა ჩხეტიანი, ნიკა ხორხელი, ნიკოლოზ ცეცხლაძე.
თავდამსხმელები: ლევან პაპავა, ველისოლი, კლაუდიო ჟუნიორი, გიორგი გოგოლაშვილიწარმატებებსა და დასახული მიზნების განხორციელებას ვუსურვებთ ჩვენს გუნდს ახალ საფეხბურთო სეზონში!
скачать dle 11.3