სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 11 50
2. რუსთავი რუსთავი 28 11 49
3. იბერია 1999 იბერია 1999 28 9 49
4. დინამო თბ დინამო თბ 28 14 48
5. დილა დილა 28 6 40
6. ტორპედო ტორპედო 28 9 37
7. სამგურალი სამგურალი 28 -11 35
8. გაგრა გაგრა 28 -15 29
9. სპაერი სპაერი 28 -9 26
10. მეშახტე მეშახტე 28 -25 17

ტიაგო გომესმა წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

18-01-2026, 21:08
ტიაგო გომესმა წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
კლუბში სამწვრთნელო ცვლილება დაგეგმილი არ იყო. გუნდი 10 იანვრიდან მოსამზადებელ ეტაპს ბრაზილიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გადიოდა და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასაც გეგმავდნენ.
თუმცა ტიაგო გომესს ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა. ბრაზილიელ მწვრთნელს აქვს სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) პრო ლიცენზია, მაშინ როცა საქართველოში მუშაობისთვის უეფას პრო ლიცენზიაა სავალდებულო.
აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა კლუბს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას შორის, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ლიცენზიების შეუთავსებლობის გამო ტიაგო გომესი „სამგურალში“ მუშაობას ვერ გააგრძელებდა.
კლუბი მადლობას უხდის ტიაგო გომესს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს სამწვრთნელო კარიერაში.скачать dle 11.3