,,სამგურალმა" ქუთაისის ,,ტორპედო" დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 ნოემბერი, 14:00
სამგურალი
ლოკომოტივი
წინა მატჩი
7 ნოემბერი, 14:00
სამტრედია1
სამგურალი2
ეროვნული ლიგა
,,სამგურალმა" ქუთაისის ,,ტორპედო" დაამარცხა
  • საკონტროლო მოგება ქუთაისის ,,ტორპედოსთან”

    წყალტუბოს ,,სამგურალმა” დღეს პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს ქუთაისის ,,ტორპედოს” უმასპინძლა და საინტერესო შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. ამხანაგური მატჩების სპეციფიკიდან გამომდინარე, მწვრთნელებმა ტესტ მატჩში არაერთ ექსპერიმენტს მიმართეს. ორივე გუნდმა პირველი და მეორე ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობებით ჩაატარეს.
    შეხვედრის საწყისი წუთები ,,ტორპედოს” კარნახით წარიმართა, 23-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლევან მანაგაძის გადაცემის შემდეგ ნიკა საბანაძემ დასწრებაზე ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივ ბრძოლაში წარიმართა, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა, ფეხბურთელები ამხანაგური მატჩის კვალობაზე უჩვეულოდ ხისტად თამაშობდნენ. 35-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ტორპედოელ ლუკა ჯანელიძეს უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი ნაადრევად დააატოვებინა. 36-წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ გრიგოლ დოლიძის სახიფათო დარტყმის შემდეგ ,,სამგურალი” გოლისგან მეკარე იორამ კუჭუხიძემ იხსნა.
    პირველ ტაიმში წყალტუბოელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ქუთაისის ,,ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი თენგიზ ბრეგვაძე იყო, რომელიც ,,სამგურალის” რიგებს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. ბრეგვაძე ყოფილი გუნდის წინააღმედ დიდი მონდომებით თამაშობდა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, მან მარცხენა მახვილი კუთხიდან კარში ძალზედ სახიფათოდ დაარტა, მაგრამ მაქსიმე ქვილითაიამ შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება.
    კიდევ ერთი ახალწვეული, რომელიც ჩვენს გუნდში რამდენიმე დღეა გამოჩნდა- ფოთის ,,კოლხეთის” ყოფილი ნახევარმცველი ლაშა ჯღამაიაა. ლაშამ ,,ტორპედოსთან” მატჩის პირველ ნახევარში მოედნის ცენტრში დიდი სამუშაო გასწია და თავისი ბრძოლისუნარიანობით დაგვამახსოვრა თავი.
    წყალტუბოლეთა გამათანაბრებელი გოლიც ახალწვეულის ანგარიშზეა, მატჩის 44-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა უშანგი ბანძელაძის გადაცემის შემდეგ გაგა ჩხეტიანმა მცველებს დაასწრო და ქვილითაიას შანსი არ დაუტოვა.

    მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელებმა 11-ვე ფეხბურთელი შეცვალეს და შეხვედრა პირველი ტაიმისგან სრულიად განსხვავებული შემადგენლობებით გააგრძელეს. შესვენების შემდეგ ,,სამგურალი” გაცილებით უკეთ ათამაშდა, წყალტუბოელები ბურთს ფლობდნენ, ბევრს მოძრაობდნენ და სახიფათოდაც უტევდნენ. მართალია, ,,ტორპედოს” როგებში ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობდა, თუმცა, ეს ჩვენი გუნდის კარგ თამაშს არ აკნინებს. მატჩი ახალი განახლებული იყო, როცა ბაქარ ლაღაძის გადაცემა ლევან ყიფიანმა გამოიყენა და ,,სამგურალი” დააწინაურა -2:1; გია გიგატაძის შეგირდებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, ბაქარ ლაღაძე მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, თუმცა ტორპედოელები გოლისგან კახა მეშველიანის კარგმა გარჯამ იხსნა. კუთხურის შემდეგ კი ცოტნე ხარაბაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. გოლის გატანა შეეძლო ალეკო ფანცხავასაც, რომელიც ცვლილებაზე ახალი შესული იყო, როცა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მეშველიანს ვერ აჯობა. უქმად ქუთათურებიც არ ყოფილან, კახა ჩხეტიანის შეგირდები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, ნიკა კვასხვაძეს და კაპანაძეს შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ სიზუსტე დააკლდათ. წყალტუბოელებმა თავი კარგად დაიცვეს და პირველივე საკონტროლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.
    მომდევნო ამხანაგურ მატჩს წყალტუბოს ,,სამგურალი” 28 იანვარს მარტვილის ,,მერანთან” გამართავს.

    25 იანვარი. წყალტუბო. “26 მაისი“
    „სამგურალი“ წყალტუბო - „ტორპედო“ ქუთაისი - 2: 1 (1:1)
    „სამგურალი“ (პირველი ტაიმი): ი.კუჭუხიძე, კილაძე, ბიბილაშვილი (კაპ), ჯიმშელეიშვილი, ზ.ფანცხავა, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ჯღამაია, ბრეგვაძე, ბანძელაძე, გ.ჩხეტიანი
    "სამგურალი" (მეორე ტაიმი): ი.კუჭუხიძე (ბ. ფანცხავა,72), ზ.ენდელაძე, ნერგაძე (კაპ), კაკუშაძე, ხარაბაძე, დ.ჩიხლაძე, ლ.ჩიხლაძე (ა. ფანცხავა, 83), ყიფიანი, თ. ბანძელაძე, ა. ნაცვლიშვილი, ლაღაძე
    მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე
    „ტორპედო“ (პირველი ტაიმი): ქვილითაია (კაპ) , ტაბატაძე, ადამაძე, გაგოშიძე, მახათაძე, ბაბუნაშვილი, ჯანელიძე (ბერძენაძე,35), გიგაური, დოლიძე, მანაგაძე, საბანაძე
    "ტორპედო" ( მეორე ტაიმი): მეშველიანი, ჭიჭინაძე ,გურული (კაპ), წიქარიშვილი, ქუთათელაძე (ბერძენაძე,70), ფურცხვანიძე, მახარობლიძე, ნ.კვასხვაძე, გ.კუხიანიძე, ქვარიანი (ს.კუხიანიძე, 77), კაპანაძე,
    მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
    გოლი: 0 :1 საბანაძე (23), 1 : 1 გ.ჩხეტინი (44), 2 : 1 ყიფიანი (48)
    გაფრთხილება: ჯანელიძე(30), ჯანელიძე (35), ბაბუნაშვილი(40)
    გაძევება: ჯანელიძე (35)
    მსაჯები: ირაკლი ხერხაძე, კობა სადილიანი, მიხეილ კუპატაძე (სამივე ქუთაისი)
    ,,სამგურალმა" ქუთაისის ,,ტორპედო" დაამარცხა
    ,,სამგურალმა" ქუთაისის ,,ტორპედო" დაამარცხა
    ,,სამგურალმა" ქუთაისის ,,ტორპედო" დაამარცხა
    скачать dle 11.3