სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 28 11 50
2. რუსთავი რუსთავი 28 11 49
3. იბერია 1999 იბერია 1999 28 9 49
4. დინამო თბ დინამო თბ 28 14 48
5. დილა დილა 28 6 40
6. ტორპედო ტორპედო 28 9 37
7. სამგურალი სამგურალი 28 -11 35
8. გაგრა გაგრა 28 -15 29
9. სპაერი სპაერი 28 -9 26
10. მეშახტე მეშახტე 28 -25 17

სამგურალის ზედიზედ მეხუთე მოგება

28-10-2025, 11:34
სამგურალის ზედიზედ მეხუთე მოგება
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა ,,სამგურალმა" სტუმრად ,,გარეჯთან" გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

eliga.ge - წყალტუბოს სამგურალმა საგარეჯოს გარეჯს მოუგო და მეხუთე ადგილზე გადავიდა. ეს მოხდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ბოლო მატჩში.

გარეჯი 1:4 სამგურალი

ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა. 86-ე წუთამდე ფრე იყო.

სწრაფი გოლი ვნახეთ, კერძოდ, სამგურალის ნახევარმცველმა ჟან კარლოსმა გამოზომილი დარტყმით გაიტანა.

გარეჯმა პირველ ტაიმში გაათანაბრა თამაზ ცეცხლაძის თავურით - 1:1.

მთავარი ამბები სწორედ 86-ე წუთიდან დაიწყო: ისევ ჟან კარლოსმა იმოქმედა მშვენივრად, კარგად მოატყუა მცველი და შორეულ კუთხეში დარტყმით დააწინაურა სამგურალი.

ამას მოჰყვა ველისოლის პასი და ჯეფერსონ ჯერალდოს გოლი. ხოლო ბოლოს იყო დემურ ჩიხლაძის 40 მეტრიდან გატანილი: სამგურალის კაპიტანმა დაინახა კარიდან წინ გამოსული მეკარე და მაღალი ტრაექტორიით ჩაუშვა ბურთი კარში. საბოლოოდ 1:4.

სამგურალი მეხუთე ადგილზე გადავიდა. გარეჯი კი მერვე საფეხურზეა.


გარეჯი 1:4 სამგურალი
28.10. თბილისი. მიხეილ მესხი 2
გოლები: 0:1 ჟან კარლოსი (8. აინის პასით), 1:1 თ. ცეცხლაძე (33. გალახვარიძის პასით), 1:2 ჟან კარლოსი (86. ფანცულაიას პასით), 1:3 ჯეფინიო (90), 1:4 ჩიხლაძე (90+5)
გარეჯი (4-3-3): გურგენიძე - თ. ცეცხლაძე, კამლაძე, გაბაძე (50. კაჭარავა), მოსაშვილი - ვეკუა (46. სხირტლაძე), ძებნიაური (90. გოგობერიშვილი), არტური - გალახვარიძე (90. პარუნაშვილი), გოგოლაშვილი, პაპავა (68. ეკონგოლო)
სათადარიგოები: წივწივაძე - სვიანაძე, თ. კაპანაძე, თოლორდავა
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ჯანჯღავა, პატარკაციშვილი, რაიანი, ბული (75. ჩიხლაძე) - აინი (75. ჯეფინიო), ვინისიუსი (90+3. გაფრინდაშვილი) - ჟან კარლოსი (90+2. კვარაცხელია), შერგელაშვილი, ველისოლი - ფანცულაია (90+2. აბულაძე)
სათადარიგოები: ბელოვი - გოგნაძე, სებოლინია, ნ. მანჯგალაძე
მწვრთნელი: ტიაგო გომისი
გაფრთხილება: ბული (20), ვეკუა (45+3)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილიскачать dle 11.3