სადაც გუნდს დავჭირდები — იქ ბოლომდე დავიხარჯები!“ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
8 ნოემბერი, 19:00
იბერია 1999
სამგურალი
წინა მატჩი
2 ნოემბერი, 20:00
სამგურალი1
გაგრა1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სადაც გუნდს დავჭირდები — იქ ბოლომდე დავიხარჯები!“
  • ირაკლი ჯანჯღავა: „საყდენი ნახევარმცველი ვარ, მაგრამ სადაც გუნდს დავჭირდები — იქ ბოლომდე დავიხარჯები!“

    24 წლის ნახევარმცველი ირაკლი ჯანჯღავა „სამგურალში“ უკვე მეორე სეზონს ატარებს.
    პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა ბოლო პერიოდში ბრაზილიელმა მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო გომესმა მას ახალი ამპლუა მოუძებნა და მარჯვენა მცველად ათამაშებს. საინტერესოა, რომ სწორედ ამ პოზიციაზე გადასვლის შემდეგ ირაკლი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელად იქცა: ბოლო სამ შეხვედრაში მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
    ფეხბურთელმა ფოთის „კოლხეთთან“ გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი — 49-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა (2:2), რაც მატჩში გარდამტეხი გამოდგა, 1 წუთში ,,სამგურალმა” გამარჯვების გოლიც გაიტანა.
    მატჩის შემდეგ ირაკლი ჯანჯღავამ ჩვენთან საინტერესო თემებზე ისაუბრა


    ირაკლი, პირველ რიგში, მატჩზე გკითხავ. ფოთში მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეთ, თუმცა პირველი ტაიმი რთულად წარიმართა. რა შეიცვალა შესვენების შემდეგ და რა გითხრათ გასახდელში მთავარმა მწვრთნელმა?
    • დიახ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს სამი ქულა აუცილებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფოთის „კოლხეთი“ ბოლო ადგილზეა, საკუთარ მოედანზე მებრძოლი და ორგანიზებული გუნდია. მასპინძლები პირველ ტაიმში ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ საკუთარ თავში ძალა ვიპოვეთ და თამაშის შემოტრიალება შევძელით. მწვრთნელმაც ის გვითხრა, რომ მეტი შეგვეძლო და შეტევაში უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით.

    ბოლო ოთხი თამაშია მთავარმა მწვრთნელმა პოზიცია შეგიცვალა და მარჯვენა მცველად დაგაყენა, როგორც ვიცი ადრე ამ პოზიციაზე არ გითამაშია, რამდენად რთული იყო ახალ ამპლუასთან შეგუება?

    • დიახ, ბოლო ოთხი მატჩია ჩემთვის უჩვეულო პოზიციაზე ვთამაშობ. თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო და გუნდს დავეხმარო. ნელ-ნელა უკეთ ვეწყობი ამ ამპლუას და ვცდილობ, ყოველ თამაშში პროგრესი მქონდეს.

    მას შემდეგ, რაც ახალ პოზიციაზე გადაინაცვლე, ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერე აქტივში. როგორ ფიქრობ, რომ კარიერის გაგრძელება მარჯვენა მცველად აჯობებს, თუ ისევ საყრდენ ზონაში ხედავ შენს მომავალს?

    • მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებში შედეგიანი ვიყავი, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი ძირითადი პოზიცია საყრდენი ნახევარმცველია. თუმცა სადაც გუნდს დავჭირდები — იქ ბოლომდე დავიხარჯები. ჩემთვის მთავარია, გუნდი იყოს წარმატებული.

    ,,სამგურალში” 2024 წლიდან ირიცხები, თუმცა ძირითადში ხშირად არ გიწევდა თამაში, ეს ბევრი ფეხბურთელისთვის დამრთგუნველია ხოლმე, როგორ იღებდი უთამაშებლობას და გრძნობდი თუ არა რომ შანსებს გამოიყენებდი?

    • დიახ, იყო მომენტები, როცა თამაშს სასტარტოში არ ვიწყებდი. შეიძლება ვიმსახურებდი, შეიძლება არა — ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ფეხბურთში. მთავარია, არ შევეგუე. გავაგრძელე შრომა და მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასდა.

    მოკლედ გვიამბე შენი საფეხბურთო გზის შესახებ. სად დაიწყო ყველაფერი?

    • ჩემი საფეხბურთო გზა მარტვილში დაიწყო. შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიაში ვთამაშობდი. პირველი პროფესიონალური გუნდი მარტვილის „მერანი“ იყო, შემდეგ ბოლნისის „სიონში“ გადავედი.

    უკვე მეორე წელია, რაც წყალტუბოს „სამგურალში“ ვარ. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს ყოფილ კლუბს და მწვრთნელს ყველაფრისთვის. скачать dle 11.3