შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა. ფოთელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ წყალტუბოელებმა გაიმარჯვეს.
მატჩში სწრაფი გოლი ვიხილეთ.  დიტო ფაჩულიას ჩაწოდების შემდეგ ვინისიუსს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი.
მე-18 წუთზე სამგურალმა სწრაფი შეტევა განახორციელა, ირაკლი ჯანჯღავამ  ჟან კარლოსს კარგი გადაცემა გაუკეთა, მის ფლანგურ გარღვევასა და პასს კი გუნდის კაპიტანის დემურ ჩიხლაძის გოლი მოჰყვა - 1:1.
პირველ ტაიმში ,,კოლხეთი" მეორედ დაწინაურდა. ფოთელთა შემტევმა  გიორგი ხარებავამ ცაციით შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:1.
მეორე ტაიმში ,,სამგურალი" გაორმაგებული მოტივაციით გამოვიდა და  50-ე წუთზე უკვე უკვე თამაშს იგებდა... წყალტუბოელებმა ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს. გოლები ორივეჯერ ლაშა შერგელაშვილის მარცხნიდან ჩაწოდებას მოჰყვა. ჯერ ირაკლი ჯანჯღავამ თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. მერე კი ვინისიუსმა თავით დაუგდო ბურთი გიორგი ფანცულაიას და მანაც ახლოდან გაიტანა - 2:3.
ფანცულაიას მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 12 გოლი მოუგროვდა და ბიორნ იონსენთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავაში.
მოკლედ, ,,სამგურალმა" წყალტუბლობის დღესასწაული ფოთში იზეიმა და შინ მნიშვნელოვანი 3 ქულით დაბრუნდა.
კოლხეთი 1913 2:3 სამგურალი
18.10. ფოთი. ფაზისი
გოლები: 1:0 ვინისიუსი (3-საკ. კარში), 1:1 ჩიხლაძე (18. ჟან კარლოსის პასით), 2:1 ხარებავა (36), 2:2 ჯანჯღავა (49. შერგელაშვილის პასით), 2:3 ფანცულაია (50. ვინისიუსის პასით)
კოლხეთი (4-2-3-1): ბულისკერია - გრიგალავა, გ. კვირკველია, მეიტე, გიუნაშვილი (60. ახალაძე) - ბეგიჩი (71. ქუთათელაძე), ოლოკო-ობი - ხარებავა, პლიუშჩი (60. ბართიშვილი), ფაჩულია (46. ფაღავა) - კამარგო (46. ნ. კაპანაძე)
სათადარიგოები: დადეშქელიანი - ცხოვრებაშვილი, ლეშჩინსკი, ზურაბიანი
მწვრთნელი: დავით კვირკველია
სამგურალი (4-2-3-1): ყალიჩავა - ჯანჯღავა, რაიანი, პატარკაციშვილი, ბული - ვინისიუსი, შერგელაშვილი - ველისოლი (71. გაფრინდაშვილი), ჩიხლაძე (71. აინი), ჟან კარლოსი (80. კვარაცხელია) - ფანცულაია (90+2. აბულაძე)
სათადარიგოები: ბელოვი - გოგნაძე, იაშვილი, ნ. მანჯგალაძე, გოლეთიანი
მწვრთნელი: ტიაგო გომისი
გაფრთხილება: ველისოლი (17), ვინისიუსი (34), კამარგო (38), პლიუშჩი (42), გიუნაშვილი (54), ოლოკო-ობი (61), ჯანჯღავა (90+3)
არბიტრი: ა. აფციაურიскачать dle 11.3