ხარება და სამგურალის პირველი გახარება
სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ,,სამგურალისთვის" ხარება. წყალტუბოელებმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს. მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში ,,თელავი" 2:1 დაამარცხა.
წყალტუბოელები მე-4 წუთზე სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, გოლი ლუკა ხორხელის გადაცემით ლუკა შეროზიამ გაიტანა. შეროზიამ პირველ ტაიმში კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
თელაველებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრეს. გოლი 55-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ხაბულიანმა გაიტანა.
თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. თუმცა ,,სამგურალს" გაცილებით მეტი რეალური საგოლე შესაძლებლობა ჰქონდა.
69-ე წუთზე თამაშში ,,სამგურალის" ახალწვეული გიორგი ფანცულაია ჩაერთო, რომელიც ახალ გუნდს სულ რაღაც სამი დღის წინ შეუერთდა და ,,თელავთან" მატჩში საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. 77-ე წუთზე მან ,,ასისიტი" ლუკა ხორხელს გაუკეთა და წყალტუბოელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა -2:1. მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ფანცულაიამ ბუკორაცს მეორე ყვითელი ბარათი აჰკიდა და თელაველებმა ბოლო რამდენიმე წუთი 10 ფეხბურთელით ითამაშეს.
,,თელავთან" მატჩში ,,სამგურალს" კიდევ ერთი დებიუტანტი ჰყავდა - 20 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ვინისიუს ვიანა.
ვინისიუსი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.ბრაზილიელი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
მომდევნო მატჩს ,,სამგურალი" 11 აპრილს სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედოსთან" გამართავს.
სამგურალი-თელავი 2:1
07.04. წყალტუბო. საფეხბურთო ცენტრი
გოლები: 1:0 შეროზია (4. ხორხელის პასით), 1:1 ხაბულიანი (55. ჯეფერსონის პასით), 2:1 ხორხელი (77. ფანცულაიას პასით)
სამგურალი (4-1-4-1): კუტალაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მარკოვინა, კალანდარიშვილი - ვინისიუსი - ა. ვერულიძე (69. ი. ახვლედიანი), ჯანჯღავა (64. ჩიხლაძე), ხორხელი (79. გ. გეგუჩაძე), კარლოსი (79. ბული) - შეროზია (69. ფანცულაია)
სათადარიგოები: ყალიჩავა - დარცმელია, არველაძე, თევზაძე
მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
თელავი (4-4-2): ქურდაძე - პერუცი, ბუკორაცი, ოდიშვილი (90. ანანიძე), გაბიტაშვილი - ჟივიძე (21. პარკინაშვილი), ჯეფერსონი, ლესნიაკი, ხალნაზაროვი (46. მორჩილაძე) - მაიროვიჩი (71. ცნობილაძე), თ. ახვლედიანი (46. ხაბულიანი)
სათადარიგოები: თანდილაშვილი - კარტაშიანი, გოგოტიშვილი, ო. გაგნიძე
მწვრთნელი: ოლეგ ვასილენკო
გაფრთხილება: ბუკორაცი (44), ოდიშვილი (82)
გაძევება: ბუკორაცი (90+4. მეორე გაფრთხილება)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი
скачать dle 11.3